საზოგადოება

უკრაინამ საქართველო ე.წ. წითელი ზონის ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა

,,News.on.ge” წერს, რომ უკრაინაში ე.წ მწვანე და წითელი ზონის ქვეყნების ახალი კლასიფიკაცია ამოქმედდა. ეს კლასიფიკაცია ითვალისწინებს სახელმწიფოში ჩასვლისას თვითიზოლაციის ან კორონავირუსზე ტესტის ჩაბარებას.

ადგილობრივი მედიის ცნობით, წითელ ზონაში ის ქვეყანა მოხვდა, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, ყოველ 100 ათას მოსახლეზე COVID19-ის შემთხვევების რაოდენობა უკრაინაში დაფიქსირებულ ანალოგიურ მაჩვენებელს აჭარბებს.

ასევე სახელმწიფოები, სადაც კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ბოლო 2 კვირაში 30%-ით გაიზარდა.

31 ივლისის მონაცემებით, ე.წ წითელ ზონაში 127 ქვეყანა მოხვდა მათ შორის არის საქართველო:

  • ჩინეთი;
  • უნგრეთი;
  • საქართველო;
  • გერმანია;
  • ჩეხეთი;
  • ბულგარეთი;
  • ალბანეთი;
  • ჩერნოგორია;
  • პოლონეთი;
  • საფრანგეთი;
  • რუსეთი

ამ სახელმწიფოებიდან უკრაინაში ჩასულებს კორონავირუსის ტესტის შედეგის წარდგენა ან 14-დღიანი თვითიოზალაცია მოუწევთ.

ნახეთ მეტი
Back to top button