პოლიტიკა

აზერბაიჯანის თქმით, თურქეთთან ერთად წვრთნებს ატარებენ

,,News.on.ge” წერს, რომ აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმაციით, თურქეთთან დადებული სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმების თანახმად, მათსავე ტერიტორიაზე საერთო მსხვილმასშტაბიანი ტაქტიკური წვრთნები ტარდება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სამხედრო შემოწმება. გეგმის თანახმად, მოწმდება ფუნქციონალური თავსებადობა, სამხედრო ოპერაციების შემთხვევაში ლოჯისტიკური მხარდაჭერის ხარისხი, სამხედრო პერსონალის აქტიურობის ეფექტურობის ხარისხი და იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის კოორდინირებული გამოყენების სპეციფიკა.

შეგახსენებთ, რომ რეგიონში თურქეთი აზერბაიჯანის მთავარი გეოპოლიტიკური პარტნიორია. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტი 2016 წლის მოვლენების შემდეგ, ყველაზე მასშტაბურ სასაზღვრო დავად ითვლება. რუსეთი, თავის მხრივ, სომხეთის მთავარ მოკავშირედ განიხილება. აღნიშნული წვრთნის ჩატარება რეგიონში თურქეთის პოზიციის დაფიქსირებას და სომხეთის გაფრთხილებას ისახავს მიზნად.

ნახეთ მეტი
Back to top button