მთავარისაზოგადოება

ამოქმედდა ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამა “ნაბიჯი სახლისკენ “

სომხეთის რესპუბლიკის დიასპორულ საქმეთა მთავარი კომისრის ოფისი ორგანიზებას უწევს ორკვირიან ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამას “ნაბიჯი სახლისკენ”. პროგრამა გათვალისწინებულია  დიასპორის 12-18 წლის ასაკის მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის, იმოქმედებს 3–28 აგვისტოს. როგორც დიასპორის საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა განუცხადა „არმენპრესის“  კორესპოდენტს,  პროგრამა მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

სომხური ენის კურსები;

ისტორიული შემეცნების კურსები;

ვირტუალური ვიზიტები თემებში (სომხეთში, დიასპორაში);

ინტერაქტიული დისკუსიები, დებატების კლუბი;

ონლაინ საგანმანათლებლო თამაშები;

შეხვედრები სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეებთან, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებთან;

წინა წლის მონაწილეებთან შეხვედრები;

სემინარები;

საზოგადოებრივი პროექტები.

პროგრამაში მონაწილეობით, დიასპორის სომეხ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ სომხეთის ისტორიასა და კულტურას, შეისწავლონ მშობლიური  ენა, გაეცნონ თავიანთ სამშობლოს სომხეთში ახალგაზრდებთან კონტაქტის საშუალებით.

ამ პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს 30 ქვეყნის 250-მდე ახალგაზრდა დიასპორელი სომეხი.

პროგრამა ხორციელდება საგანმანათლებლო ფონდ Teach for Armenia-თან ერთად.

პროექტის პარტნიორია AGBU სომხური ვირტუალური უნივერსიტეტი.

ნახეთ მეტი
Back to top button