ეკონომიკამთავარი

თბილისის რკინიგზაზე სამშენებლო სამუშაოების გამო „სამხრეთ კავკასიის რკინიგზას“ ტვირთის გადაზიდვის პრობლემები არ შეექმნება

კომპანია „საქართველოს რკინიგზამ“   სამხრეთ კავკასიის სარკინიგზო კომპანიას ოფიციალურად აცნობა, რომ თბილისის გავლით სარკინიგზო სამაგისტრალო ხიდის მშენებლობის გამო, სომხეთიდან მარშრუტი დროებით შეჩერდება 1-დან 16 სექტემბრამდე. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს news.am-ი.

სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ სომხეთის ტვირთმზიდველებს აცნობა და შესთავაზა თავის პარტნიორებს ამ პერიოდისთვის დაგეგმილი ტვირთგადაზიდვები განახორციელონ  აგვისტოში   ან თანაბრად განაწილონ  16 სექტემბრის შემდეგ.

ამ შეზღუდვების გამო, „სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“ არ ითვალისწინებს რაიმე პრობლემას  სომხეთში გადაზიდვებთან დაკავშირებით, რადგან გრაფიკის შეცვლისათვის  საკმარისი დროა.

ნახეთ მეტი
Back to top button