მთავარიპოლიტიკა

”მაქვს სურვილი, მაგრამ არ მაქვს შესაძლებლობა ”: რისკენ ისწრაფვის თურქეთი სამხრეთ კავკასიაში

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ  თურქეთის ხელისუფლება, რეჯეფ ერდოღანის ხელმძღვანელობით, არ მალავს თავის იმპერიულ ამბიციებს სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ ამჟამინდელი რეალობები აიძულებს ანკარას შეზღუდოს უზომო მადა.

სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა რუბენ საფრასტიანმა ,,სპუტნიკი სომხეთ“-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ერდოღანის ამჟამინდელი პოლიტიკა საკმაოდ სარისკო და ავანტურულია.

ნათელია, რომ ანკარას საქმიანობა სამხრეთ კავკასიაში უნდა შეხვდეს მოსკოვის წინააღმდეგობას. მაგრამ ერდოღანი იმედოვნებს, ან ყოველ შემთხვევაში ცდილობს სხვებს წარმოუდგინოს, რომ თურქეთს და რუსეთს საერთო ინტერესები აქვთ სირიაში, სამხედრო-ტექნიკურ და ეკონომიკურ სფეროებში და ეს შეაფერხებს რუსეთის ხელისუფლებას.

”მისი გაანგარიშება შემდეგია – მას შეუძლია აჩვენოს თავისი ძალა სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მხრიდან ძლიერი რეაგირების გარეშე”, – განაცხადა საფრასტიანმა.

მთლიანობაში, მის პოლიტიკას შეიძლება ეწოდოს სომხეთის, რუსეთისა და რეგიონის მიმართ ძალაუფლების დემონსტრირება. გარდა ამისა, ანკარა ცდილობს დაანახოს დანარჩენ მსოფლიოს, რომ მას შეუძლია  ასეთი წვრთნები ჩაატაროს რუსეთის ცხვირწინ, გააკეთოს მკაცრი განცხადებები აზერბაიჯანისთვის მხარდაჭერის შესახებ და ა.შ.

ამავე დროს, აგრესიული თურქული განცხადებები, თავის მხრივ, დიდად არ ემთხვეოდა ანკარას პრაქტიკულ ნაბიჯებს. და მაინც, რეგულარულად ტარდებოდა წრთვნები, თუმცა ამჯერად მეტი ადამიანი და აღჭურვილობა მონაწილეობდა. გარდა ამისა, ამჯერად ისინი იმართება აგრესიული რიტორიკის ფონზე.

ეს საკმაოდ საშიში თამაშია როგორც რეგიონისთვის, ასევე თურქეთისთვის. მაგრამ ერდოღანი აქამდე ასეთი ავანტურებიდან მაინც გამოვიდა “მშრალი”.

მეორე მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ამას, თურქეთ-აზერბაიჯანულ აგრესიას ტავუშის რეგიონში მკვეთრად გამოეხმაურა რუსეთი.

”წრთვნები დაიწყო სამხრეთ სამხედრო ოლქში, შავ და კასპიის ზღვებზე, ასევე ერთობლივი რუსულ-სომხური წრთვნები. ასე რომ, რუსეთის თავშეკავებული განცხადებები არ შეესაბამებოდა მის მკვეთრ ნაბიჯებს”, – აღნიშნა საფრასტიანმა.

თავის მხრივ, არაბისტი არმენ პეტროსიანი გვთავაზობს თურქეთის რეგიონალური მიზნების განხილვას ანკარას იმპერიული ამბიციების კონტექსტში.

”დღევანდელ თურქეთს, ისევე როგორც ოსმალეთის იმპერიას, სერიოზული პრეტენზიები აქვს ამ რეგიონის მიმართ და არ მალავს მას. ბოლო სამხედრო ესკალაციამ კიდევ ერთხელ აჩვენა ეს – ანკარასგან უპრეცედენტო რიტორიკა გაისმა. მოჰყვა ფართომასშტაბიანი წრთვნები, რომელმაც ხაზი უნდა გაუსვას თურქეთის მიზნებს რეგიონში”, – აღნიშნა პეტროსიანმა.

ამავე დროს, ანკარას ჯერ კიდევ არ აქვს შესაძლებლობა თავისი მიზნების რეალიზებისათვის. კერძოდ, რუსეთი და ირანი, და შეერთებული შტატებიც და საფრანგეთიც, არანაირად არ დაუშვებენ ერდოღანის იმპერიული ამბიციების განხორციელებას რეგიონში.

მეორეს მხრივ, სომხეთი ყოველთვის წარმოადგენდა დაბრკოლებას  ანკარას წინსვლისთვის აზერბაიჯანის გავლით ცენტრალურ აზიაში. და თურქები სომეხთა გენოციდს იხილავდნენ, როგორც “პრობლემის გადაჭრის” მეთოდს. მათ სჭირდებოდათ, რომ არ ეარსება სომხეთს და სომეხ ხალხს. მაგრამ ახლა არ არის პირველი მსოფლიო ომის პერიოდი და შეიცვალა გეოპოლიტიკური სიტუაცია, ამბობს არაბისტი.

”სომხურმა არმიამ უკვე აჩვენა თავისი ბრძოლისუნარიანობა, ხოლო სომხეთის რესპუბლიკამ – დიპლომატიური მეთოდით მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის უნარი, კერძოდ თავდაცვის ფორმატებისა და მოკავშირეების დახმარებით”, – შენიშნა პეტროსიანმა.

მან აღნიშნა, რომ ერევანმა უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომ მსოფლიოს ყურადღება მიიპყროს თურქეთის პროვოკაციული და დესტაბილიზაციული პოლიტიკის მიმართ. ასეთი შესაძლებლობები კი დიდია – მსგავს პოლიტიკას ანკარა ატარებს მეზობელ ქვეყნებში და შუა აღმოსავლეთის უამრავ ცხელ წერტილში.

გარდა ამისა, სომხურმა დიპლომატიამ აქტიურად უნდა ითანამშრომლოს ან წამოიწყოს ანტითურქული ფორმატები. მაგალითად, ეს ფორმატი არაბულ ქვეყნებს შორის ჩნდება. ეს საშუალებას მისცემს სომხური ინტერესების პოპულარიზაციას (მათ შორის გენოციდის აღიარებას) ეგვიპტეში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ლიბიაში და ა.შ.

ნახეთ მეტი
Back to top button