მთავარისაზოგადოება

სომხეთის ფოსტამ დანერგა ახალი სისტემა – „ჰიბრიდული საფოსტო სერვისი“

კომპანია “ჰაიფოსტმა” რამდენიმე  სახელმწიფო ორგანოსთან ერთად დანერგა  ახალი სისტემა” ჰიბრიდული საფოსტო სერვისი”, რომლის პირველი ოპერაცია ჩატარდა  სომხეთის იუსტიციის სამინისტროს აღსრულების  სამსახურთან.

როგორც  წერს „სპუტნიკი არმენია“, ჰიბრიდული საფოსტო  სისტემა აერთიანებს იმავე  წერილის ელექტრონულ და ქაღალდის ვერსიებს, უზრუნველყოფს კომფორტს, სიჩქარეს და  რაც მთავარია, ხარჯების ოპტიმიზაციას და რესურსების დაზოგვას. როგორ მუშაობს ახალი ჰიბრიდული ფოსტის სერვისი? წერილი ელექტრონულად ეგზავნება ჰაიპოსტს, სადაც ის იბეჭდება და კონვერტში იდება სპეციალური მოწყობილობის მიერ.  ადამიანის ჩარევა  მინიმუმამდეა დაყვანილ.  მოწყობილობა დღეში დაახლოებით 10 000 ელექტრო წერილს ემსახურება. პროცესი ხორციელდება საფოსტო გაცვლის ცენტრის სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას, რომელიც აღჭურვილია ვიდეოთვალთვალის სისტემით. მომსახურება უზრუმსგავსი ტიპის დახარისხების ცენტრების მოწყობას რეგიონებშიც,  რაც დაზოგავს დედაქალაქიდან რეგიონში ქაღალდის წერილის გაგზავნისათვის საჭირო დროს. მომსახურების უპირატესობებზე საუბრისას, კომპანია “ჰაიფოსტის” – ს გენერალურმა დირექტორმა ჰაიკ კარაპეტიანმა აღნიშნა. ”სისტემის დანერგვა ჩვენი კომპანიის მომსახურების დიგიტალიზაციისა და მოდერნიზაციის გლობალური პროცესის ნაწილია. ჩვენი მთავარი მიზანი იყო სამთავრობო უწყებების  მუშაობის ავტომატიზაცია და ფინანსური ხარჯების ოპტიმიზაცია, ეფექტურობის უზრუნველყოფა.  ჰიბრიდული ფოსტის მომსახურების მომხმარებლებს შეუძლიათ თვალყური ადევნონ  წერილის გაგზავნის პროცესს უფასო ონლაინ პროგრამის საშუალებით, ასევე მიიღონ ოპერატიული ინფორმაცია.  

ნახეთ მეტი
Back to top button