მთავარისაზოგადოება

წელს შირაკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო განყოფილებას მეტი აბიტურიენტი ჰყავს

დისტანციის  1,5 მეტრიანი  აღნიშვნები,  ყვავილების მაგივრად ნიღბებისა და სადეზინდექციო ალკოგელების  სიმრავლე – აი, ასე აღინიშნება გამოსაშვები ცერემონია შირაკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში  

დადგა  შირაკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრის სტუდენტების ჯერიც. არფინე იგითიანი  ჩქარობს ნანატრი დიპლომის მიღებას, ვიცე- პოლკოვნიკმა  ტიტანიანმა   მილოცვასთან ერთად მას დიპლომიც გადასცა.  

არფინემ სწავლა განაგრძო სამხედრო   კათედრაზე  რათა, როგორც თავად ამბობს, “როგორც პედაგოგმა მინდა ჩავუნერგო ჩვენს მომავალ თაობას სამშობლოს სიყვარული,  შევასწავლო იარაღის ხმარება“.  სანამ სამხედრო უნარ-ჩვევებს მოსწავლეებს გადასცემს, არფინემ გადაწყვიტა კიდევ ერთი პროფესიის შეძენა. არფინეს ძალიან უყვარს სამხედრო საქმე, მაგრამ დიპლომატია და იურიდიული რეგულირება საჭიროა ყველა შემთხვევაში, მან გადაწყვიტა გააგრძელოს სწავლა – სამართალი შეისწავლოს.  

მისი თქმით, მეზობელი აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული საომარი მოქმედებები  დანაშაულია და შესაბამისად უნდა შეფასდეს საერთაშორისო საზოგადოების  მიერ.

„ომი დანაშაულია,  ჩემი აზრით, ჩვენ საბოლოოდ უნდა გადავჭრათ ეს  პრობლემა, რადგან წლების განმავლობაში გვყავს დიდი რაოდენობის მსხვერპლი, არაფერი არ გვარდება  სისხლის გარეშე. ამიტომ ვცდილობ, რომ ეს ორი პროფესია გავაერთიანო“,  – ამბობს არფინე.

შირაკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრამ  წელს 47 კურსდამთავრებულს გადასცა დიპლომი.

„აქედან 10 გოგონაა, რომლიდანაც  5 წარჩინებით ამთავრებს. მისაღები  გამოცდებისათვის განცხადებები მიღებულია და გაირკვა, რომ წელს უფრო მეტად  გაიზარდა აბიტურიენტების რაოდენობა“, – თქვა უნივერსიტეტის  სამხედრო კათედრის უფროსმა, პოლკოვნიკმა არტურ მკრტჩიანმა.

წელს 597 კურსდამთავრებულმა დაამთავრა შირაქის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შარშან, საბაკალავრო პროგრამით, უნივერსიტეტებში ჩაირიცხა 268 კაცი.  წელს, გასულ წელთან შედარებით, განმცხადებელთა  საერთო რაოდენობა 62-ით გაიზარდა.

ავტორი: ანნა მარტიკიანი

ნახეთ მეტი
Back to top button