კულტურამთავარი

ოპერა გააერთიანებს ძველ ერებს სომხეთის წარმართულ ტაძარში: საქართველოდან რობერტ სტურუაა მიწვეული

სომხეთში,  გარნის წარმართული ტაძრის ტერიტორიაზე დიდი გერმანელი კომპოზიტორის გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის ოპერის  “ჰრადამისტის” დადგმაის შესახებ ცნობა პრესკონფერენციით დაიწყო.

ოპერა 1720 წელს პირველად დაიდგა  ლონდონის სამეფო თეატრში, თემა აღებულია  ჩვ. წ.  I საუკუნის სომხეთის ისტორიიდან. იგი მოგვითხრობს დიდი სომხეთის მეფის ჰრადამიზდის  მეუღლე ზენობიას მკვლელობაზსა  და ამ უკანასკნელის გადარჩენაზე. სომეხ აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება ოპერას მოუსმინოს  2021 წელს.

როგორც პროექტის პროდიუსერმა გაგიკ მანასიანმა აღნიშნა, გარნის ტაძარში ოპერის ორგანიზება ძალზე სიმბოლურია, რადგან ლიბრეტოში მოხსენიებულია “ტაძარი და თრდატი”.  არსებობს სურვილი, რომ ოპერის დადგმა გახდეს საერთაშორისო კულტურული ღონისძიება, ამიტომ მიიწვიეს ცნობილი დირიჟორი ჯორჯ ფეჰლევანიანი, ცნობილი ქართველი რეჟისორი რობერტ სტურუა, დიდი თეატრის სოლისტი ანა აგლატოვა და სხვები. სომხეთიდან მომღერალი ბარსეღ თუმანიანი ჩაერთვება ოპერაში.

”ეპიდემიის პირობებში ევროპიდან თქვენთან ჩამოსვლა ძნელი იყო, მაგრამ ეს ძალიან სასიამოვნო იყო. სამი ქვეყნის – სომხეთის, საქართველოსა და გერმანიის დაკავშირების იდეა ძალიან მიმზიდველია. მუსიკა აერთიანებს. ეს ოპერა შესრულებულია ამერიკაში, ინგლისში, გერმანიაში და სხვაგან, მაგრამ მისი შესრულებისას  არავის არ ჰქონია  გარნის ტაძარის ორგინალი,  ეს მხოლოდ სომხეთშია შესაძლებელი.  ეს არის უნიკალური შემთხვევა “, – თქვა დირიჟორმა ჯორჯ ფეჰლევანიანმა.

თავის მხრივ, რეჟისორმა რობერტ სტურუამ აღნიშნა, რომ ეპიდემიის მიუხედავად  პროექტი მაინც განხორციელდება.

”მშვენიერია ამ უძველეს ტაძარში ორი უძველესი ერის ერთიანობის დანახვა. რადგანაც მე ავანტიურისტი ვარ, გამიხარდა,  რომ ეს არც ისე კარგ დროს ხდება. მთელი მსოფლიო ავად არის და ჩვენ აქ შევიკრიბეთ, ერთი მიზნისთვის უშიშრად გავერთიანდით”, – თქვა მან.

პროექტი განხორციელდება “ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ასოციაციის” ინიციატივით.

ნახეთ მეტი
Back to top button