ეკონომიკამთავარი

განიხილეს სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მე-2 ენერგობლოკის ექსპლუატაციის ვადის გაგრძელების საკითხი

ვიდეო კონფერენციის საშუალებით გაიმართა კონსულტაცია სს „სომხეთის ატომური ელექტროსადგურსა“   და სს “რუსატომ სერვისს” შორის. ვიდეო კონფერენციის დროს განიხილეს N  2 ენერგობლოკის ექსპლუატაციის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული საკითხები.  ამის შესახებ “არმენპრესს” სომხეთის ბირთვული ელექტროსადგურის ვებსაიტიდან აცნობეს.

ცნობაში  ნათქვამია, რომ შესავალი სიტყვით გამოვიდნენ კომპანიის   გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ედუარდ მარტიროსიანი და სს „რუსატომ  სერვისსი“-ს  გენერალური დირექტორი ევგენი სალკოვი.

განიხილეს  მე-2 ენერგობლოკის ექსპლუატაციის ვადის გაგრძელების პროგრამის 2020 წლის სამუშაოების შუალედური შედეგები და  2021 წლისათვის  აღჭურვილობისა და სისტემების მოდერნიზაციის გეგმა.

ნახეთ მეტი
Back to top button