ეკონომიკამთავარი

რა შეიცვალა სომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის სფეროში? ფაშინიანმა ციფრები წარმოადგინა

სომხეთის რესპუბლიკის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა  2020 წლის პირველ ნახევარში  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  13% -ით გაიზარდა. ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

”მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიაში სამუშაო ადგილების რაოდენობამ 16 442 მიაღწია, ნაცვლად გასული წლის 14 533”, – წერს ის  „ფეისბუქის“  საკუთარ გვერდზე.

ფაშინიანის თქმით, ამ სემესტრში  დარგის ბრუნვა 24% -ით გაიზარდა, $ 142 მილიონიდან $ 176 მილიონამდე, ხოლო სფეროში მოქმედი ორგანიზაციების რაოდენობა გაიზარდა 11% -ით, 1007-დან 1118-მდე.

ნახეთ მეტი
Back to top button