მთავარისაერთაშორისო

ზურაბიშვილი: საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, ამ საკითხზე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ამ პროცესს ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს.

“შეხვედრისას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოთქვა აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

შეხვედრის დასასრულს სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ვიცეპრეზიდენტი მეჰრიბან ალიევა საქართველოში მოიწვია.

ნახეთ მეტი
Back to top button