მთავარიპოლიტიკა

სომეხ სამხედრო ტყვეებს ყურსა და თავებს ჭრიდნენ: პროკურატურას აქვს საკმარისი მტკიცებულებები

სომხეთის გენერალური პროკურატურა ზომებს ღებულობს აზერბაიჯანში სომეხი სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ ფაქტების წარსადგენად პარტნიორ საერთაშორისო პროკურატურებში.

სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მიერ ომის დაწყების საქმეზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიების შედეგად მოიპოვებული  იქნა  მტკიცებულებები   საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმის უხეში დარღვევის შესახებ.

კერძოდ, 16 ოქტომბერს, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მობილური ტელეფონიდან დაურეკეს სამხედრო ტყვე ნ.ბ.-ს  ნათესავს  და აცნობეს, რომ ტყვეს თავი უნდა მოჰკვეთონ და  სურათი ინტერნეტში განათავსონ. რამდენიმე საათის შემდეგ ნათესავებმა სოციალური ქსელის გვერდზე ნახეს  მოკლულის ფოტო.  გარდა ამისა, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა იძულებით   წაიყვანეს  აზერბაიჯანში მშვიდობიანი მოსახლე, მ.მ., ჰადრუტის მკვიდრი, სადაც მასზე  განხორციელდა  არაადამიანურ მოპყრობა,  ის აწამეს, რის შემდეგაც მოკლეს.

სხვადასხვა ინტერნეტ გვერდზე განთავსებულია სხვადასხვა დღეს გადაღებული მრავალი ვიდეო, რომლის თანახმად, სამხედრო ფორმიანმა პირმა, რომელსაც მხარზე აზერბაიჯანის დროშა ქვს გადაფენილი,  ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა სამხედრო ტყვე ა.მ.  შემდეგ  სამხედრო ტყვსე მოკვეთეს თავი, რომელიც შემდეგ თავი დევს რაღაც ცხოველის მუცელზე, შემდეგ  ესვრიან ამ თავს და ჭრიან ყურს.  სამოქალაქო პირს ყური მოაჭრეს, ვიდეოში ჩანს თუ როგორ ელაპარაკებიან ერთმანეთს  მეორე მათგანის ხელის მოჭრის შესახებ.  

განხორციელებული ზომების შედეგად მიღებული ვიდეო მასალებიდან ცანს, აზერბაიჯანელი სამხედრო მოლსამსახურე, რომელსაც ფეხი აქვს დაჭერილი სამხედრო ტყვეს  თავზე, ცდილობს მას აიძულოს წარმოთქვას შემდეგი სიტყვები: „ყარაბაღი აზერბაიჯანის კუთვნილებაა“.

პროკურატურის ინფორმაციით, ყველა საქმეზე მონაცემები შემოწმებულია იურიდიული პროცედურით, დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენისა და მათი პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურა ზომებს ღებულობს აზერბაიჯანში სომეხი სამხედრო ტყვეების მიმართ  ჩადენილ ბოროტმოქმედებათა ფაქტების წარმოსადგენად  პარტნიორ საერთაშორისო პროკურატურებში, რათა უზრუნველყონ ასეთი მოქალაქეების  სისხლისსამართლებრივი დევნა და დასჯა.

პროკურატურის ცნობით, აზერბაიჯანმა დაარღვია 1949 წლის ჟენევის კონვენცია. 1977 წლის 12 აგვისტოს კონვენციების მომიჯნავე 1 დამატებითი ოქმის რამდენიმე დებულება, აგრეთვე ჩვეული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ზოგიერთი ნორმა. კერძოდ, ეს ეხება სამხედრო ტყვეების, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის, წამების, სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის შემთხვევებს.

ნახეთ მეტი
Back to top button