საზოგადოება

არცახი ̶ აზერბაიჯანის „ტროას ცხენი“: აზერბაიჯანელები გონზე მოდიან

სომხეთში პესიმისტური  განწყობაა,  რაც გასაგებია. მარცხი მწარეა, მსხვერპლთა გამო გლოვა მძიმეა.  დაჭრილები, ომის ინვალიდები, დევნილები ჩვენს გვერდით არიან  და მათ საჭიროებებზე უნდა ვიზრუნოთ. ამის შესახებ პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა სტეფან დანიელიანმა დაწერა „ფეისბუქის“  საკუთარ გვერდზე .

კერძოდ, ის აღნიშნავს:  ”ტერიტორიების  დაკარგვამ  გაგვხადა მოწყვლადი,  ბევრი გაქცევის ხასიათზეა, რაც ყველაზე საშიშია.

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ გვესმის თუ არა,  რა ხდება  სინამდვილეში სამხრეთ კავკასიასა და ჩვენს დიდ რეგიონში, რა მასშტაბური ცვლილებები დაიწყო და რა საფრთხეები გვემუქრება და რაც მთავარია, რა შესაძლებლობები გვექმნება? ამისათვის საჭიროა ცივი განსჯა და საღი აზროვნება.

შევეცადოთ შევაფასოთ მომხდარი და ის თუ რას უნდა მოველოდოთ.

აზერბაიჯანში, რა თქმა უნდა გამარჯვების  განწყობილებებია, მაგრამ უკვე ფხიზელი აზერბაიჯანელები იწყებენ იმის აღქმას, თუ რა “საჩუქარი” მიიღეს. ისინი იწყებენ  გაგებას, რომ არცახი სინამდვილეში ტროას ცხენია. თუ 1920 წელს წითელი არმია აზერბაიჯანიდან სამხრეთ კავკასიაში შემოვიდა, ქემალის მხარდაჭერით და მიიღო მისი ტერიტორიული დივიდენდები, ამჟამად,  2020 წელს  “წითელი არმია” შევიდა სომხეთიდან.

რუსი სამშვიდობოები, ფაქტობრივად, სამხედრო ბაზაა, რომელიც ოფიციალურად განლაგდა  აზერბაიჯანის ტერიტორიაზე,  ასევე თურქეთის თანხმობით. არცახი აზერბაიჯანის თავზეა  “გამოკიდული” და ძირითად  მოვლენებს  მომავალში უნდა ველოდოთ. მოდით დავაფიქსიროთ, რომ აზერბაიჯანი ოკუპირებული ქვეყანა გახდა და დღემდე საკითხავია, ვინ დაიკავა იგი რუსეთის გარდა, თურქებმა? „ბრიტიშ პეტროლიუმმა“?  ისრაელის სამხედრო დაზვერვამ,   თუ სხვა მოთამაშეებმა?  აზერბაიჯანი, ფაქტობრივად, საზოგადოებრივ დერეფნად იქცა. ჯერ კიდევ მოვესწრებით იმასაც, რომ აზერბაიჯანელები ალიევს გაასამართლებენ.  ფაქტობრივად  ორი ნიკოლი არსებობს, ერთი სომხეთში, მეორე აზერბაიჯანში. 

შუში და ქელბაჯარი  ხაფანგი იყო.  უბრალოდ „პარკები“, მოკლებული საკომუნიკაციო და  სასიცოცხლო ელემენტარულ პირობებს, რომლებიც უაზრო რესურსებს მიიტაცებენ.  

მეღრი   ̶   ეს თურქული ოცნება,  რუსეთის კონტროლის ქვეშ იმოქმედებს. ირანისთვის აზერბაიჯანი წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენელ ტერიტორიას, რომლის წინააღმდეგაც ირანი იმოქმედებს ფრთხილად, მაგრამ შეგნებულად. დაიკლებს საქართველოს,  როგორც კომუნიკაციის  კვანძის მნიშვნელობაც.

ეს ყველაფერი მხოლოდ სამხრეთ კავკასიაშია და თუ ამ ყველაფერს დიდი შუა აღმოსავლეთის მოსალოდნელი გარდაქმნების საფარქვეშ გადავხედავთ, იხსნება საინტერესო ჰორიზონტები, რომლებზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ.

ნახეთ მეტი
Back to top button