მთავარიპოლიტიკა

ვაღარშაკ ჰარუთიანიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და ტყვეთა შესახებ ისაუბრა კუხო-ს პარტნიორებთან

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ვაღარშაკ  ჰარუთიუნიანმა  კუხო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების საბჭოს ონლაინ სხდომაზე ისაუბრა  უგზო-უკვლოდ დაკარგულთა  და ტყვეთა შესახებ. ამის შესახებ ცნობას ავრცელებს  სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ – გვერდი.

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა კოლეგებს აცნობა ყარაბაღში შექმნილი ვითარების შესახებ.  მნიშვნელოვნად მიიჩნია  დაღუპული  სამხედრო მოსამსახურეების, ტყვეების, მძევლების  ვადის ფარგლებში გაცვლა. ვაღარშაკ ჰარუთიანიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის ძალისხმევაზე, არცახში  რუსეთის სამშვიდობო მისიის მიმდინარეობასა და ეფექტურობაზე და ხაზი გაუსვა ჰუმანიტარულ საქმიანობას. შეხვედრაზე მინისტრებმა გაცვალეს შეხედულებები საერთაშორისო და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე, რომლებიც განიხილეს კუხო-ს  კოლექტიური უსაფრთხოების რეგიონებში, განიხილეს  სამხედრო კომპონენტის შემდგომი განვითარების გზები, კუხო-ს  წევრი ქვეყნების სასწავლო სისტემის გაუმჯობესების საკითხები, სამშვიდობო პერსონალის ტრენინგის სისტემა და ა.შ. მათ დაამტკიცეს კუხო-ს  კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს  2021-2025 წწ. სამხედრო თანამშრომლობის განვითარების გეგმა.

ცესკოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების საბჭოს შემდეგი სხდომა 2021 წლისთვის არის დაგეგმილი, რომელიც ჩატარდება  წლის პირველ ნახევარში, ტაჯიკეთის რესპუბლიკაში.

ნახეთ მეტი
Back to top button