მთავარისაზოგადოება

რუსეთი კორონავირუსის ვაქცინებს მიაწოდებს კუხო– ს წევრ ქვეყნებს. პუტინი

რუსეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას “Sputnik V” – ს მიაწვდის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნებს. ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოგვაწოდა კუხო– ს სხდომაზე.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, კორონავირუსთან რთულ ვითარებაში მათ პირველ რიგში ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური სფეროების მწვავე საკითხების მოგვარება მოუწიათ.

”კუხო- ს ქვეყნებმა დაამყარეს მჭიდრო თანამშრომლობა ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში. რუსეთმა მიაწოდა სამედიცინო აპარატურა, მოწყობილობები და ტესტის სისტემები კუხო– ს წევრ ქვეყნებს. ამჟამად განიხილება რუსული Sputnik V ვაქცინის მიწოდების საკითხები კუხოს წევრი ქვეყნებისათვის”, – აღნიშნა მან.

მან დასძინა, რომ ასევე განიხილება ვაქცინის ერთობლივი წარმოების საკითხი კუხოს პარტნიორებთან.

ნახეთ მეტი
Back to top button