ანალიტიკამთავარი

ბაქო კარგავს “გამარჯვებას”

როგორც Lragir.am წერს, აზერბაიჯანში  გამოკითხვა ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ რესპონდენტთა უმეტესობას არ წარმოუდგენია სომხებთან ერთად ცხოვრება. უფრო მეტიც, ბევრმა თქვა, რომ კონფლიქტი არ მოგვარებულა და ომს  არაფერი არ შეუცვლია.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის ლტოლვილთა საკითხებზე  კომისარმა განაცხადა, რომ „დევნილებს, რომელთაც არ სურთ განთავისუფლებულ  ტერიტორიებზე დაბრუნება, ჩამოერთმევათ მათი პრივილეგიები“. ფაქტობრივად, ბაქო აღიარებს, რომ ხალხს დაბრუნება არ სურს, თუნდაც პრივილეგიების გამო.

ალიევი იძულებულია აღიაროს, რომ აშენდება ახალი გზა შუშისაკენ,  “რადგან ამ ქალაქისაკენ მიმავალი ძველი გზები მათთვის ამჟამად ხელსაყრელი არ არის.  მართალია, ჩვენ ვიყენებთ ამ გზებს, მაგრამ მათ ვიყენებთ რუსეთის სამშვიდობო ძალების თანხლებით, როგორც ლაჩინის დერეფნის გავლით, ისე წითელი ბაზრის მიდამოებში.  დღეს შუშში მისასვლელი ახალი გზა უნდა აშენდეს, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა”, – თქვა ალიევმა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ისაა, რომ ბაქომ ოფიციალურად უარყო ინფორმაცია, რომ თურქეთი აზერბაიჯანში სამი სამხედრო ბაზის გახსნას აპირებს. უფრო მეტიც, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას მუდმივად უწევს მტკიცება  რომ გადაწყვეტილებები მიიღება სუვერენულად. ამავე დროს, მსოფლიო დარწმუნებულია, რომ ”თურქეთი მიიღებს განსაკუთრებულ უფლებებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აზერბაიჯანისთვის დახმარების სანაცვლოდ, რომელიც მან გაუწია  სომხეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში. ამის შესახებ წერს  ირანული Farda.

აზერბაიჯანმა, როგორც ჩანს, უკვე დაიწყო იმის აღქმა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება არ ითვალისწინებს არცახის დედაქალაქ სტეპანაკერტზე  ბაქოს კონტროლის  დაბრუნებას. ამის შესახებ პოლონელმა სამხედრო ექსპერტმა ვიტოლდ რეპეტოვიჩმა Facebook- ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

რეპეტოვიჩის აზრით,  ეს განცხადება უფრო მეტად გვაუწყებს  სტეპანაკერტზე ბაქოს კონტროლის გრძელვადიან დაკარგვას.  ”ბედნიერება თანდათანობით გადადის სიბრაზეში. რუსებმა ალიევს ანიშნეს,  რომ მას ამის მიღება მოუწევდა და როგორც გაფრთხილება, მოულოდნელად გაიხსენეს, რომ 9 ნოემბერს ვერტმფრენის ჩამოვარდნა შემთხვევითი არ იყო, არამედ იყო წინასწარგამიზნული მკვლელობა”, – წერს ექსპერტი.

თუ მხედველობაში მივიღებთ ღია წყაროებს აზერბაიჯანს სერიოზული პრობლემები შეექმნა.  პირველი, აღმოჩნდა, რომ “განთავისუფლებული” მიწები არ სჭირდებათ დევნილებს,  მათ  პრივილეგიების ჩამორთმევის შიშითაც  კი არ სურთ დაბრუნება. მეორე, საზოგადოება  ფიქრობს, რომ კონფლიქტი არ მოგვარებულია და ალიევს, რომელიც ცდილობს გააძლიეროს თავისი ავტორიტეტი  “ყარაბაღის დაბრუნებით”, მოუწევს პასუხი  გასცეს კითხვაზე,  სად არის ყარაბაღი და როგორ უნდა შევიდეთ  შუშში?  მესამე, კითხვები ჩნდება აზერბაიჯანის სუვერენიტეტთან დაკავშირებითაც.

ბაქოსთვის რთულია ”გამარჯვების” მონელება, რომელიც მიღწეული იქნა  თურქეთისა და რუსეთის უშუალო მხარდაჭერით. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ როგორც სომხეთმა 1994 წლის შემდეგ, ისე აზერბაიჯანმა ახლა არ იცის რა უნდა უქნას მთიან ყარაბაღს, ამ მიწაზე მცხოვრებლებს, რომლებიც ფლობენ ამ მიწას და არ აპირებენ მის დატოვებას,  წაროადგენენ კანონიერ  უფლებებს ამ მიწაზე.  რუსეთი, რომელმაც უზრუნველყო თავისი სამხედრო ყოფნა მთიან ყარაბაღში პასუხს ვერ გასცემს მოქალაქეების კითხვებს, რადგანაც იცის, რომ იქ სტუმრად იმყოფება.

მთიანი ყარაბაღის  მოსახლეობის უფლება მიწაზე და იქ ცხოვრებაზე ხელშეუხებელია, განურჩევლად იმისა აღიარებულია თუ არა იგი. ეს უნდა გაითვალისწინონ მოსკოვმა, ბაქომ, ანკარამ და ერევანმაც კი. სახლის პატრონი ცოცხალია  და არ აპირებს სახლის დატოვებას.

ნახეთ მეტი
Back to top button