კულტურამთავარი

გარეგინ მეორემ არცახის ძეგლებთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა რელიგიურ ლიდერებს და იუნესკოს

აზერბაიჯანის მმართველობაში მოხვედრილ არცახის  ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასა და ძეგლებს საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II- მ  “იზვესტიასთან” საუბრისას თქვა.

კათოლიკოსის თქმით, ბაქო უარს ამბობს იუნესკოს წარმომადგენლებზის მიერ  სომხეთის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შეფასების შესაძლებლობაზე. გარეგინ მეორემ ასევე აღნიშნა, რომ რუსი სამშვიდობოები ცდილობენ სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.

სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში შეიქმნა სპეციალური განყოფილება, რომლის ამოცანაა საერთაშორისო მნიშვნელობის ძეგლების შენარჩუნების კონტროლი.

კათოლიკოსის განცხადებით, მათ ძეგლების დასაცავად მიმართეს რელიგიურ ლიდერებს, საერთაშორისო კულტურულ ორგანიზაციებს, სტრუქტურებს, აგრეთვე იუნესკოს.

უწმინდესმა გარეგინ II- მ იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით შესაძლებელი იქნება დაუყოვნებლივი ზომების მიღება ძეგლების შენარჩუნებისთვის.

„იზვესტია“-მ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროსა და იუნესკოს  ოფიციალური შუამდგომლობა  გაუგზავნა,  რათა გაერკვია, თუ რა დაბრკოლებები წარმოიშვა ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შემოწმებისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ უკვე საკმაო დროა, რაც  იუნესკომ ვერ შეძლო  სომხეთის ისტორიული და კულტურული ძეგლების შემოწმებისათვის  აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის თანხმობის მიღება.

ნახეთ მეტი
Back to top button