მთავარიპოლიტიკა

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება ეუთოს პრიორიტეტებს შორისაა

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მუდმივ საბჭოში წარდგენილ ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა. ამის შესახებ ეუთოს ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაცია განთავსდა.

”რეგიონული კონფლიქტების მოგვარება ჩვენს მთავარ პრიორიტეტად რჩება”, – თქვა ლინდემ და აღნიშნა კრიზისები  მთიან ყარაბაღში, უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში და ბელორუსში.

”საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საშიშროებანი, ისევე როგორც ამ კონფლიქტებით გამოწვეული ტანჯვა  მიუღებელია”, – თქვა ლინდემ.

მან მოუწოდა საზოგადოებას  პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს  ყველა კონფლიქტში და მხარი  დაუჭირონ ჰუმანიტარული შედეგების შემსუბუქებას. ლინდენმა ხაზი გაუსვა, რომ როგორც მოქმედი პრეზიდენტი მზადაა იმუშაოს უშუალოდ დაინტერესებულ მხარეებთან, და გაუწიოს მათ მაღალი ხარისხის მომსახურება ეუთო-ს ფარგლებში.

2021 წ.  შვედეთი ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა.

ნახეთ მეტი
Back to top button