საერთაშორისო

ალიევმა აღიარა, რომ  აზერბაიჯანმა აგრესიული ომი აწარმოა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღიარა, რომ მან აგრესიული ომი აწარმოა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ. ილჰამ ალიევმა თავისი დაუფიქრებელი ნახევრად აღიარება ბაქოში, 1 მაისს, ინტერკულტურული VI მსოფლიო კონფერენციის “დიალოგი მშვიდობისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის” გახსნის ცერემონიაზე გააკეთა.

„აზერბაიჯანმა მშვიდობა ომის გზით უზრუნველყო. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული“, – განაცხადა ალიევმა და არ შეიძლება არ დაეთანხმო ამ განცხადებას, მით უმეტეს, აღიარების შემდეგ ეს საკითხი საფუძვლიანად უნდა გამოიძიოს, სასურველია საერთაშორისო სასამართლოებმა.

„ომით მშვიდობის მიღწევა მოგვიწია. 2020 წელი 44-დღიანი ეროვნული ომის შედეგად ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი. გასული წლის სექტემბერში კი ჩვენ სრულად აღვადგინეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი“, – განაცხადა ალიევმა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ყველა შესაძლო ეროვნული და საერთაშორისო კანონებით აკრძალული ომის წარმოების ფაქტი.

ნახეთ მეტი
Back to top button