ეკონომიკამთავარი

ეკონომიკის მინისტრი შეხვდა სიუნიკის გუბერნატორს და ბიზნესმენებს

სრ ეკონომიკის მინისტრი ვაჰან ქერობიანი შეხვდა სიუნიკის გუბერნატორ მელიქსეთ პოღოსიანსა და რეგიონის გამგეობის პასუხისმგებელ თანამშრომლებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს Facebook გვერდი ავრცელებს.

”განიხილეს რეგიონის ეკონომიკური საკითხები, მათ შორის სოფლის მეურნეობის საკითხები. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო მინისტრის მოადგილემ არმან ხოჯოიანმა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამის შემდეგ მინისტრმა ქერობიანმა გამართა პირადი საუბრები რეგიონის ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან.

აღსანიშნავია, რომ 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების შემდეგ, სასაზღვრო სიტუაცია შეიცვალა არა მხოლოდ არცახში, არამედ სომხეთის რეგიონებშიც. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ 20 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები განთავსდებიან სიუნიქის რეგიონის გორის-კაპანის საავტომობილო გზის 21 კილომეტრიანი მონაკვეთის სადავო ადგილებში.

სომხეთის მთავრობის 24 დეკემბრის სხდომაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რაც კეთდება სიუნიქის საზღვრებზე, არ შეიძლება ჩაითვალოს დემარკაციად ან დელიმიტაციად. მისივე თქმით, განთავსებულია გარკვეული სასაზღვრო პუნქტები, რომელთა მიზანია უსაფრთხოების დაცვა.

5 იანვარს სოფელ შურნუხში აზერბაიჯანელებს 12 სახლი გადაეცათ.

ნახეთ მეტი
Back to top button