მთავარიპოლიტიკა

ევროპელი დეპუტატების არცახში ჩასვლის ინიციატივა კვლავ გაგრძელდება: ორგანიზაცია „ სრდ სომხური სასამართლოს“ სამომავლო გეგმები

2021 წელს  არცახის  საკითხი პრიორიტეტული და საკვანძო იქნება ორგანიზაცია „ სრდ სომხური სასამართლოს“ ევროპული ოფისისათვის. როგორც ოფისის საზოგადოებასთან ურთიერთობის პასუხისმგებელმა  ჰარუთ შირინიანმა განუცხადა „არმენსპრესს“, ყურადღების ცენტრში იქნება ტყვეთა საკითხი, გარდა ამისა გაგრძელდება ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა  სომხეთსა და არცახში, ხოლო პოლიტიკურ პლატფორმაზე  ევროკავშირისაგან  მოითხოვენ  მკაცრ სანქციებს თურქეთისგან და ისინი განაგრძობენ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულებებისა და ლტოლვილების საკითხის წამოყენებას. ორგანიზაცია „ სრდ სომხური სასამართლოს“ მიაჩნია, რომ არცახის  სტატუსის საკითხი უნდა გადაწყდეს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, პატივი უნდა ეცეს არცახელი ხალხის თავისუფალი თვითგამორკვევის უფლებას.

„არსებულმა ფაქტებმა დაადასტურა, რომ ამ ყველაფერმა უფრო გაართულა არცახის საკითხის მოგვარება. აზერბაიჯანის საქციელი დასაგმობია, ჩვენ ვხედავთ, რომ 9 ნოემბერს ხელმოწერილი სამმხრივი განცხადების ერთ-ერთ პუნქტს, რომელიც ტყვეთა დაბრუნებას ეხება, რეალურად,  მხოლოდ სომხური მხარე ასრულებს.  სომხეთის ეროვნული კომიტეტი საჭიროდ მიიჩნევს, რომ ევროკავშირი, საფრანგეთი, როგორც თანათავმჯდომარე ქვეყნები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები უფრო აქტიურები იყვნენ ამ საკითხში“,  განაცხადა ჰარუთ შირინიანმა.

„ სრდ სომხური სასამართლოს“  კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა ევროპელი პოლიტიკოსების, დეპუტატებისა და ჟურნალისტების ვიზიტი სომხეთ-არცახში. ეს გაკეთდა როგორც ბოლო ომის დაწყებამდე, ასევე ომის დროს. ჰარუთ შირინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ინიციატივა გაგრძელდება. დაგეგმილია თებერვალში ევროპელი დეპუტატების ჯგუფის ვიზიტი სომხეთსა და არცახში. მიზანი ის არის, რომ ევროპელებმა საკუთარი თვალით ნახონ რაც მოხდა.

ნახეთ მეტი
Back to top button