მთავარისაზოგადოება

საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია – საქართველოში შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება

,,Metronome.ge” წერს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციდან გამომდინარე  შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება.

ვიცე-პრემიერიმა, მაია ცქიტიშვილმა კონკრეტული შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან.

1-ლი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა.

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში 1-ლი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, სკოლების და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილი გვაქვს 1-ლი მარტიდან.

ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ნახეთ მეტი
Back to top button