კულტურამთავარი

ქართველმა ქალმა შოკში ჩააგდო უკრაინული “ხმის” ჟიური. ვიდეო

ქართველმა ირინა ებრალიძემ, რომელიც ოდესაში ცხოვრობს, აიძულა უკრაინული “ხმის” პროექტის ჟიურის ყველა წევრი შემობრუნებულიყო. ინფორმაციას ავრცელებს ,,Sputnik საქართველო“. მუსიკალური პროექტის ბრმა მოსმენების დროს, 22 წლის მომღერალმა შეასრულა ბილი აილიშის სიმღერა “No time to die” (სიკვდილის დრო არ არის).

მან აღაფრთოვანა ჟიურის ყველა წევრი. ოთხივე შემობრუნდა, მაგრამ ებრალიძემ აირჩია ნადია დოროფეევა.

პროექტის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ირინა დიდი ხანია ოცნებობდა ამ პროექტში გამოსვლაზე.

”ირინას მუსიკის სამყარო დედამ გააცნო, რომელიც, სამწუხაროდ, ცოცხალი არ არის. ახლა ის ქვეყნის მთავარ ვოკალურ სცენაზე მივიდა, რომ დედისთვის ემღერა. გოგონას სურს მომღერალი გახდეს მისი ცხოვრების უძვირფასესი ადამიანის ხსოვნისადმი”, – ნათქვამია ვებგვერდზე.

ირინა ებრალიძის დედა ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. ახლა ირინა ფულს შოულობს რესტორნებში სიმღერით. იგი იმედოვნებს, რომ პროექტში მონაწილეობა დაეხმარება მას დიდ სცენაზე გამოსვლაში.

ნახეთ მეტი
Back to top button