ანალიტიკამთავარი

კომუნიკაციების გახსნა არავის არ აინტერესებს. მიზანი სხვაა

,,Lragir.am” წერს, რომ სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების არა აივაზიანისა და ლავროვის შეხვედრა 17 თებერვალს გაიმართება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ”განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის და 2021 წლის 11 იანვრის სამმხრივ განცხადებებს, აქცენტი გაკეთდება ჰუმანიტარულ დახმარებაზე, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და რეგიონის განბლოკვაზე. ასევე შეეხებიან სამუშაოებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში”.

ერევნისთვის პრიორიტეტია ბოლო პუნქტი – მუშაობა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში. მოსკოვი, ბაქო და ანკარა, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ “სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვას” ადგილი ჰქონდეს მინსკის ჯგუფში პოლიტიკური კონსულტაციების დაწყებამდე. ალიევმა გამოაცხადა რკინიგზის მშენებლობის დაწყების შესახებ და თქვა, რომ 10 ნოემბრის განცხადებაში არის პუნქტი ნახჭევანის დერეფნის შესახებ. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა, რომ საუბარი არ არის რაიმე დერეფანზე, ლაპარაკია მხოლოდ კომუნიკაციების განბლოკვაზე.

9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ჯერ-ჯერობით არანაირი კომუნიკაცია არ განბლოკილა. ამის შესახებ სომხეთის პარლამენტში განაცხადა არა აივაზიანმა, აღნიშნა რა რომ თურქეთს სომხეთთან საზღვრის გადაკეტვის არანაირი მიზეზი არ აქვს. თურქეთი არ ხსნის საზღვარს სომხეთთან და უმოკლეს ,,ყარსი-გიუმრი“ სარკინიგზო გზას, ბაქო თავის მხრივ არ ეთანხმება ერევნის წინადადებას, რომ დაიწყოს თოვუზ-იჯევანის მარშრუტის ექსპლუატაცია, დაჟინებით მოითხოვს ნახჭევანს. საქართველომ არ უპასუხა აფხაზეთის შეთავაზებას სომხეთიდან რუსეთისკენ რკინიგზის გახსნის შესახებ, თუმცა მან პირველად დაუშვა მატარებელი თურქეთიდან აზერბაიჯანის გავლით რუსეთის მიმართულებით. თავის მხრივ, ირანმა რუსეთთან კონსულტაციები დაიწყო ირან-აზერბაიჯანის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობის შესახებ, რომლის მეშვეობითაც ირანს შეუძლია შეუერთდეს რუსეთს ნახჭევანის გარეშე.

კომუნიკაციების გახსნა ჩანს არავის აწყობს,  და ერთადერთი მიზანი აზერბაიჯანიდან ნახჭევანისა და თურქეთისკენ დერეფნის გახსნა ხდება მეღრის გავლით.

სომხეთი არ არის წინააღმდეგი აზერბაიჯანისა და თურქეთის დასაკავშირებლად, მაგრამ, როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ”სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი ყველა გზა ან საკომუნიკაციო მიმართულება არის და იქნება აბსოლუტურად სომხეთის სუვერენიტეტის და უფლებამოსილების ქვეშ”.

შეიძლება დავასკვნათ, რომ ვიღაც დაჟინებით ამტკიცებს სომხეთის ტერიტორიის გავლით სომხეთის უფლებამოსილების მიღმა მარშრუტს. ეს ნიშნავს სომხეთის ტერიტორიის პირდაპირ ანექსიას და საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხიდან გამომდინარეობს, რომ ”ჩვენ ასე არ შევთანხმდით”. აზერბაიჯანელი სამხედროების სროლები და რუსეთის უფს-ს ძალების ყოფნა სიუნიქში არაფერია, თუ უფლებამოსილება სომხურია.

სომხეთს შეუძლია დაუშვას ტრანსპორტირება თავისი ტერიტორიის გავლით, მაგრამ უფლებამოსილების შეცვლის გარეშე და იმ პირობით, რომ განბლოკილი იქნება ყველა კომუნიკაცია, მათ შორის საზღვარი თურქეთსა და სომხეთს შორის, რაც ნახსენებია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. და დერეფნებზე საუბრის დაწყებამდე პოლიტიკური პრობლემები უნდა გადაწყდეს მინსკის ჯგუფის ფარგლებში.

ნახეთ მეტი
Back to top button