ანალიტიკამთავარი

გამოსასყიდი ომისთვის: გადაეცემა თუ არა აზერბაიჯანის არმია თურქეთს

”აზერბაიჯანის ჯარების თურქიფიკაციის ტენდენცია დაფიქსირდა ჯერ კიდევ 44-დღიანი ომის დაწყებამდე, 2020 წელს. გარდა ამისა ლაპარაკიც  იყო ერთობლივი სამხედრო ჯგუფის შექმნაზეც, რომელსაც „თურანს“  დაარქმევდნენ“, – ამბობს რეგიონალური საკითხების ექსპერტი კარენ ჰოვანისიანი.

თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების რეგულარული ერთობლივი წვრთნები დაიწყო … ის  ამ ბოლო 10 თვის განმავლობაში მესამეა. საინტერესოა, რომ ამ წვრთნების ძირითადი მიზანი არის აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შესაბამისობა თურქეთის სტანდარტებთან.

”ჩვენ ვაგრძელებთ აზერბაიჯანთან თანამშრომლობას პრინციპის  „ერთი ერი  –  ორი სახელმწიფო“  საფუძველზე”, – ნათქვამია თურქეთის თავდაცვის მინისტრის Twitter -ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რეგიონალური საკითხების ექსპერტის აზრით, ომმა დააჩქარა ყველაფერი, აზერბაიჯანის არმია იმართებოდა  თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრივ  და მთელ ომს თურქეთი აკონტროლებდა. ისინი არ მალავენ, რომ აზერბაიჯანული არმია უნდა  იქცეს თურქული არმიის ერთ სამხედრო ნაწილად. ეს ის ფასია, რომელსაც იხდის აზერბაიჯანი.

გარდა ამისა, ნახჭევანის საკითხი ადრე თუ გვიან დადგება. აზერბაიჯანელთა  იმ ნაწილს, რომელიც კვლავ ცდილობს რუსეთთან გარკვეული სამხედრო თანამშრომლობა დაამყაროს  თავი უნდა მოეკვეთოს. ამიტომაც ცდილობს თურქეთი შექმნას თურქულენოვანი ქვეყნების სამხედრო ალიანსი და უკვე იწვევს ამ ალიანსში კუხო-ს  წევრ ქვეყნებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ნაბიჯებს დგამს რუსეთის წინააღმდეგ წასასვლელად.

ამ ვითარებებში, სომხეთმა და რუსეთმა უნდა გააღრმავონ თანამშრომლობა სამხედრო სფეროში, რადგან ამ რეგიონის მთავარ მოთამაშედ რუსეთი და თურქეთი ითვლება. მაგრამ ამ ორ ქვეყანას შორის ფარული დაძაბულობაა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რადგან თურქეთის დროშების წინ რუსეთის დროშებია აღმართული.

”ჩვენ ასევე უნდა დავიწყოთ სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც იქნება კუხო- ს ალტერნატივა. ხოლო კუხო-ს მისია ომის დროს მკვეთრად უნდა გმოიხატოს. ვითარება ვითარდება ელვის სისწრაფით, თურქეთი მუდმივად წარუდგენს ახალ მოთხოვნებს ამ რეგიონს, ყოველდღე ისმის ახალი მოთხოვნები. სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზები ახდება და ჩვენ ვუახლოვდებით სამხედრო კონფლიქტს, რომელიც ბოლო 100 წლის განმავლობაში არ მომხდარა, ეს ეხება რუსეთ-თურქეთის კონფლიქტს. სამწუხაროდ, ეს კონფლიქტი შესაძლებელია ჩვენს რეგიონში განვითარდეს,” – თქვა კარენ ჰოვანისიანმა, რეგიონული საკითხების ექსპერტმა.

რა უნდა ქნას სომხეთმა ასეთ პირობებში? ექსპერტის აზრით, ფაქტობრივად, ძალების კონცენტრაცია უკვე დაწყებულია, რასაც მოწმობს სომხეთის რეგიონში და არცახში რუსული სამხედრო ბაზების გაზრდა. სომხეთის არმიის რუსეთის სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ განცხადებები საწყის ეტაპზეა“.

ექსპერტის აზრით, მოსალოდნელი არ არის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები უახლოეს მომავალში. მისი თქმით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შესაძლებელია ადგილი ექნას სერიოზულ შეტაკებას.

ნახეთ მეტი
Back to top button