მთავარისაზოგადოება

საქართველომ კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის გავლით სომხეთში დროებითი გაზის მიწოდების საკითხზე

შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ (GGTC) არ აქვს ინფორმაცია სომხეთში რუსეთის გაზის მიწოდების მარშრუტის დროებითი შეცვლის შესახებ. ინფორმაცია Sputnik სომხეთის კორეპონდენტთან საუბრისას აცნობა კომპანიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ლევან ტორონჯაძემ.

მანამდე ,,გაზპრომ ექსპორტი“ იტყობინებოდა, რომ რუსული გაზი სომხეთს აზერბაიჯანის გავლით მიეწოდება დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში. ეს დაკავშირებულია “ჩრდილოეთ კავკასია – ამიერკავკასიის” გაზსადენის დაგეგმილ პროფილაქტიკურ-სარემონტო სამუშაოებთან. სწორედ ეს გაზსადენი აწვდის გაზს რუსეთიდან სომხეთში საქართველოს გავლით.

”ასეთი ინფორმაცია ჯერ არ მიგვიღია. ჩვენს მხრივ არანაირი ცვლილებები არ არის. ამ დროისთვის გაზის გადაცემა ყველა მიმართულებით, მათ შორის სომხეთის მიმართულებით, ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება”, – განაცხადა ტორონჯაძემ.

Sputnik აზერბაიჯანი იუწყება, რომ SOCAR– მა ნება დართო რუსული გაზის დროებითი ტრანზიტი საქართველოში აზერბაიჯანის გავლით ანაზღაურებად საფუძველზე. შესაბამისი ინფორმაცია სააგენტოსთან საუბრისას დაადასტურა კომპანიის წარმომადგენელმა იბრაჰიმ აჰმედოვმა.

”რუსეთმა აზერბაიჯანს სთხოვა დროებით გაზი გაეტარებინა საქართველოში, ჩრდილო კავკასია-ამიერკავკასიის მაგისტრალური გაზსადენის შეკეთების სამუშაოებთან დაკავშირებით.”

შპს ,,გაზპრომ ექსპორტმა“ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR, რედ.) 16 მარტს გააფორმეს მოკლევადიანი ხელშეკრულება აზერბაიჯანის გავლით რუსული გაზის ტრანსპორტირების შესახებ. ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ ,,ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალური გაზსადენის რუსულ მონაკვეთზე დაგეგმილი სარემონტო სამუშოების დროს  საქართველოს საზღვრამდე მომხმარებელს გაზი მიეწოდოს აზერბაიჯანის გავლით.

შეკეთებას შეიძლება დაახლოებით სამი კვირა დასჭირდეს. მათი დასრულების შემდეგ, გაზის ტრანსპორტირება განხორციელდება უწინდელი მარშრუტით.

ნახეთ მეტი
Back to top button