
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შემდეგი შეხვედრა 7 აპრილს მოსკოვში გაიმართება. ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის სპიკერმა მანე გორგიანმა Sputnik სომხეთთან საუბრისას მოგვაწოდა.
”რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გამო, პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 2 თებერვლიდან მუშაობს თვით იზოლაციაში”, – თქვა მან.
პირადი მიღებებისა და საზოგადოებრივი ღონისძიებების გარდა, ნიკოლ ფაშინიანი მუშაობს დაგეგმილი დღის წესრიგის შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ დღეს ნიკოლ ფაშინიანი არ იმყოფებოდა “ერაბლურის” სამხედრო პანთეონში.







