ეკონომიკამთავარი

გავიხსენოთ მოლიბდენის შესახებ. სომხეთში კონცენტრირებულია მოლიბდენის მსოფლიო მარაგების 7% და სპილენძის 2%

სომხეთში კონცენტრირებულია მოლიბდენის მსოფლიო მარაგების 7% (სიუნიქის რეგიონში) და სპილენძის მსოფლიო მარაგების 2%. ამის შესახებ 9 აპრილს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მრჩეველმა, ეკოლოგიის ყოფილმა მინისტრმა სარგის შაჰაზიზიანმა.

მისი თქმით, ეს ძალიან სერიოზული პოტენციალია, ამიტომ სომხეთი არ არის ღარიბი ქვეყანა ბუნებრივი რესურსების თვალსაზრისით.

,,აქ უამრავი რესურსია. უბრალოდ საჭიროა შემუშავდეს სტრატეგია სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარებისათვის, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება დასკვნების გაკეთება იმის შესახებ, თუ რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება პირველ რიგში”, – განაცხადა შაჰაზიზიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button