პოლიტიკა

ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის დეოკუპაციის საკითხი უნდა იქნას შეტანილი მოლაპარაკების დღის წესრიგში

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხაზს უსვამს მომავალზე საუბრის აუცილებლობას.  მისი აზრით ამ  საუბრის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის მთიანი ყარაბაღის საკითხის მოგვარება. სომხეთის მთავრობის 2020 წლის პროგრამის განხორციელების პროცესსა და შედეგებზე,  ნაციონალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის დეოკუპაციის საკითხი უნდა შეტანილი უნდა იქნას მოლაპარაკებების დღის წესრიგში.

”მსურს ყველას ჩვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ საჭიროა ვილაპარაკოთ მომავალზე. მომავალზე საუბრის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როგორც პოლიტიკურ საკითხი, ჩვენ უნდა დავაყენოთ მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის დეოკუპაციის საკითხი. მაგრამ მე მაინც ვამბობ, რომ ჩვენ ეს უნდა ჩამოვაყალიბოთ არა როგორც სამხედრო საკითხი, არამედ როგორც პოლიტიკური საკითხი”, – თქვა სომხეთის პრემიერ მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button