ეკონომიკამთავარი

უახლოეს მომავალში სომხეთში ახალი ავიაკომპანია შეიქმნება

უახლოეს მომავალში სომხეთში შეიქმნება ახალი ავიაკომპანია სომხეთის კაპიტალსა და საერთაშორისო პარტნიორს შორის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში.

ამის შესახებ ეროვნულ ასამბლეაში განაცხადა სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა, უპასუხა რა ფრაქცია ,,ნათელი სომხეთის“ დეპუტატის გევორგ გორგისიანის შეკითხვას, აპირებენ თუ არა ზომების მიღებას ეროვნული საჰაერო გადამზიდავის შექმნისთვის.

”არის ნაბიჯები სომხური ავიაკომპანიის შექმნისკენ. უახლოეს მომავალში იქნება ახალი ავიაკომპანია. კომპანია გეგმავს მუშაობის დაწყებას მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში”, – განაცხადა პაპიკიანმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ხდება საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ეს არის სომხური კაპიტალისა და საერთაშორისო პარტნიორის ერთობლივი ინვესტიცია. ”ეს წახალისებულია ჩვენი მხრიდან. ველი ღიაა, ჩვენ ამის შესახებ გამოვაცხადეთ, ჩვენ მზად ვართ ყველაფრით დავეხმაროთ ჩემს სხვა პარტნიორებს”, – აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button