ანალიტიკა

შეიძლება ისრაელმა აღიაროს სომეხთა გენოციდი აშშ-ს შემდეგ: სატანოვსკი

ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების  ფაქტის შემდეგ შესაძლებელია ისაელიც მიჰყვეს მის მაგალითს,  წერს რუსი პოლიტოლოგი ევგენი სატანოვსკი სტატიაში ”ბაიდენი   და სომხები”, რომელიც გამოქვეყნდა მის  არხზე Telegram-ი.

მისი თქმით,  დიდი ხნის განმავლობაში ერდოღანმა, როგორც ისრაელის თითქმის ერთადერთმა რეგიონალურმა მოკავშირემ,  მოახერხა ისრაელის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების თავიდან აცილება “მიუხედავად ისრაელთა  მიერ  სომეხთა გენოციდის ოფიციალურ დონეზე აღიარების  მოთხოვნისა“,  მაგრამ ერდოღანმა გააუარესა ისრაელტან ურთიერთობა, რაც იძლევა იმის პროგნოზირების საშუალებას, რომ ისრაელი შეუერთდება აშშ-ს პრეზიდენტის ინიციატივას.

სატანოვსკი მიიჩნევს, რომ  ერდოღანს ამ სიტუაციაში დაეხმარება  ალიევი, რადგან ბაქო ისრაელის ერთადერთი პარტნიორია ისრაელისთვის, ირანთან წინააღმდეგობის გათვალისწინებით და ისრაელის პრემიერ მინისტრი ნეთანიაჰუ უფრო მეტად მოუსმენს აზერბაიჯანის პრეზიდენტს ალიევს.

რაც შეეხება იმას, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა სომხების გენოციდი აღიარა, სატანოვსკი ფიქრობს, რომ ისტორიული თვალსაზრისით კითხვები არ არსებობს.  ”მოხდა სომხების გენოციდი, ისინი თითქოს ცდილობდნენ არ შეემჩნიათ ეს.  სწორედ ამან უბიძგა ჰიტლერს  „ებრაული საკითხის საბოლოო გადაწყვეტისკენ“.

ამავდროულად, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ თეთრი სახლის გადაწყვეტილება სომხეთის გენოციდის აღიარების შესახებ მიზნად ისახავდა შიდა პოლიტიკური პრობლემების მოგვარებას და არა თურქეთის შეკავებას.

„ტყუილად ეძებენ ჟურნალისტები და პოლიტოლოგები ბაიდენის გადაწყვეტილებაში თურქეთ-ამერიკის ურთიერთობების  დაფარულ მომენტებს.  ვაშინგტონს არ აინტერესებს ანკარა და არც ის რა სურს მას ან არ სურს. ”ბაიდენი მიიჩნევს, რომ ის (თურქეთი) არსად დაიკარგება”, – წერს სატანოვსკი.

რუსი პოლიტოლოგი ასევე შეეხო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას და აღნიშნა,  რომ რუსმა  სამშვიდობოებმა გადაარჩინეს არცახის სომხური მოსახლეობა  მასობრივი  მკვლელობებისა  და გასახლებისაგან.  მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ როგორც სსრკ ასევე   თანამედროვე რუსეთი ცდილობს თავიდან აიცილოს ეთნიკური კონფლიქტები, ხოლო   თურქეთი აკეთებს საპირისპიროს, ამიტომ გაუგებარია რა ნაბიჯებს გადადგამს ერდოღანი მას შემდეგ,  როცა ვაშინგტონმა სომეხთა გენოციდი უკვე აღიარა.

ნახეთ მეტი
Back to top button