ანალიტიკაპოლიტიკა

საქართველო შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის

მოუწევს თუ არა პროდასავლურ თბილისს არჩევანი გააკეთოს თურქეთსა და დასავლეთს შორის?  ბაიდენის მიერ გენოციდის აღიარების შემდეგ თურქ-ამერიკული დაძაბულობის ფონზე, მეზობელი საქართველო წუხს,  შეეცდება არც ერთი მოკავშირის გვერდში არ აღმოჩნდეს.

საქართველო შეშფოთებულია თურქეთ-ამერიკის მზარდი დაძაბულობით, რაც ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების შემდეგ  ღრმავდება. გაჰყვება თუ არა თბილისი სტრატეგიული პარტნიორ ვაშინგტონის ნაბიჯს, 1915 წლის მოვლენების გენოციდად აღიარებაში? თბილისის ცენტრ „რონდელის“ მკვლევარმა, ექსპერტმა   ზურაბ ბატიაშივილმა  „რადიოლურის“ კორესპოდენტთან საუბრისასა თქვა, რომ  რომ ამ ეტაპზე საქართველო არ შეცვლის პოზიციას რამდენიმე მიზეზის გამო.

„პირველი, თურქეთი არის საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი, ათიათასობით საქართველოს მოქალაქე მუშაობს და ცხოვრობს თურქეთში.  მეორე, ეს ორი ქვეყანადა ურთიერთდაკავშირებულია ისეთი სტრატეგიული პროექტებით, როგორებიც არიან გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზრუმი, ნავტობსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, რკინიგზა ბაქო-თბილისი-ყარსი და სხვა.  ამიტომაც  ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამ ეტაპზე თბილისი შეცვლის მის პოზიციებს.

სომხების გენოციდის საკითხი საქართველო სამთავრობო დონეზე არასდროს განხილულა. ამასთან, ბატიშვილი საერთოდ არ გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ ეს შესაძლებელია, როდესაც ბევრი ქვეყანა დადგება შეერთებულ შტატების გვერდით  და ეს საკითხი არც ისე მტკივნეული იქნება  თურქეთისთვის.

გაეროში ქართველი ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი და  სათემო პლატფორმა „არძაგანქის“  ხელმძღვანელი გიორგი თუმასიანი,  ამბობს, რომ საქართველო, როგორც შეერთებული  შტატებისა  და დასავლეთის  მოკავშირე, ყველაზე მცირე ყოველი წლის აპრილში გზავნილით უნდა გამოვიდეს, რადგანაც  ის იყო პირველი ვინც ტავის ტავზე იგრძნო გენოციდგამოვლილთა ტკივილი და პირველმა თავშესაფარი მისცა მათ, ვინც გენოციდს გადაურჩა.

”საქართველო არჩევანის წინაშე დადგება, ვისი მოკავშირეა ის  დასავლეთის ცივილიზებული სამყაროსი, შეერთებული შტატებისა თუ თურქეთის? ეს ორი მიმართულება დღეს ძალიან განსხვავებულია“. პ ოლიტოლოგ გია ნოდიას თქმით, საქართველო ცდილობს თავიდან აიცილოს ნებისმიერი არჩევანი, მაქსიმალურ ურთიერთობას ამყარებს ყველასთან.

„თურქეთის ურთიერთობები დასავლეთთან უკვე რამდენიმე ხანია დაძაბულია,  მაგრამ ამას დღემდე გავლენა არ მოახდინა საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზე. მე ვფიქრობ, რომ მომავალში არანაირი ცვლილება არ მოხდება, თუკი უფრო დიდი და უფრო ღია კონფლიქტი არ იქნება დასავლეთ-თურქეთს შორის”, – თქვა ნოდიამ და აღნიშნა, რომ ბაიდენის მიერ გენოციდის აღიარებას დრამატული შედეგები არ მოჰყვება და მას პირდაპირი პოლიტიკური გავლენა არ ექნება. მისივე თქმით, ბაიდენმა უბრალოდ წერტილი დაუსვა აშშ-ში გენოციდის აღიარების საკითხს.რაც შეეხება აშშ -ის შემდეგ ფაქტის აღიარებას, მისი აზრით ეს არ მოხდება,  ”საქართველო იმოქმედებს რეგიონული ინტერესების გათვალისწინებით.”

ნახეთ მეტი
Back to top button