საზოგადოება

ქართველმა მესაზღვრეებმა ბრონეჟილეტებით დატვირთული სატვირთოები რუსეთში გააბრუნეს

ქართველმა მესაზღვრეებმა არგაატარეს სატვირთო მანქანებით სომხეთისთვის განკუთვნილი ბრონეჟილეტების პარტია და ისი უკან, რუსეთში გააბრუნეს. ასეთ ინფორმაციას ავრცელებს „სპუტნიკი არმენია“.

მანამდე მომხმარებელმა, სახელად ლუდმილა მანუკიანმა Facebook- ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ორი სატვირთო მანქანა, რომლებიც ბრონეჟილეტებით არის დატვირთული,  ერთ თვეზე მეტია რუსეთ-საქართველოს საზღვრის ნეიტრალურ ზონაში, ზედა ლარსის გამშვებ პუნქტზე  დგას. მან აღნიშნა, რომ 5 მარტს სატვირთო მანქანები მოსკოვიდან გამოაგზავნეს. 28 მარტს ქართველმა მესაზღვრეებმა საგუშაგოზე მძღოლებს ჩამოართვეს ყველა დოკუმენტი.

მაშინ  „Sputnik სომხეთის“ ჟურნალისტთან საუბრისას ერთ-ერთმა მძღოლმა თქვა, რომ საკითხი პრაქტიკულად მოგვარდა, მალე სატვირთო მანქანებს სომხეთისაკენ წასვლა შეეძლებათ.

კიდევ ერთმა მძღოლმა დაადასტურა, რომ ის საგუშაგოზე იმყოფებოდა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში. მამაკაცის თქმით, ისინი ქართველმა მესაზღვრეებმა შეაჩერეს და აღნიშნეს, რომ ტვირთი იყო “სპეციალური დანიშნულების საქონლის” კატეგორიაში, რომლის გატარებასაც თავდაცვის სამინისტროს ნებართვა სჭირდება.

ნახეთ მეტი
Back to top button