კულტურამთავარი

„ეს სომხური კერძია, ალიევი ცდება”: სომხეთში გაიმართება ტოლმის საიუბილეო ფესტივალი

22 მაისს სომხეთში გაიმართება ტოლმის ფესტივალი, უკვე მეათედ. სომხეთის კულტურული ტრადიციების განვითარების და შენარჩუნების არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზიდენტმა სედრაკ მამულიანმა „Sputnik სომხეთის“  მულტიმედიის ცენტრში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფესტივალის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ამ ეროვნული კერძების მომზადების სხვადასხვა უნიკალური, უძველესი რეცეპტები.

ტოლმა „საზაფხულო“

ფესტივალი პირველად 2011 წელს ჩატარდა. სომხეთის კულინარიული საზოგადოება ასე გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის იმ განცხადებას, რომ ტოლმა აზერბაიჯანული კერძია. აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ყოველწლიურ შეხვედრაზე გამოსვლისას მან თქვა, რომ „სომეხს რომ კითხო რას ნიშნავს ტოლმა სომხურად,სომხურად, ის ვერ შეძლებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემას”.  ამასთან, სომხებმა არა თუ პასუხი გასცეს, არამედ დაამტკიცეს.

ტოლმა ყაბაყით

„იმ წელს ჩვენ ჩავატარეთ ფესტივალი, რომლის დროსაც წარმოვადგინეთ სხვადასხვა რეცეპტები ჩვენი ეროვნული კერძის მოსამზადებლად. წელს ჩვენ უკვე მეათედ ვატარებთ ფესტივალს. ამჯერადაც ნაჩვენები იქნება ტოლმის  სხვადასხვა კულინარიული სახეობები ”, – განაცხადა მამულიანმა.

ტოლმა ბულგარული წიწაკით

ფესტივალი დაიწყება 22 მაისს 13:00 საათზე  “ზვარტნოცის” ტაძარში. აქ განთავსდება 20-25 პავილიონი, რომლებიც გააერთიანებს სხვადასხვა რესტორნებს, სასწავლო ცენტრებს, ინდივიდუალურ  პირებს, ჯგუფებს სომხეთის სხვადასხვა რეგიონებიდან, ერევნიდან და არცახიდან.

„ისინი გააკეთებენ  სხვადასხვა ტოლმას, კონკურსი ჩატარდება სამ კატეგორიად: საუკეთესო გემო, ვიზუალი და იდეა. დაწესებულია მთავარი პრიზი, რომელიც გადაეცემა გუნდს, რომელიც  მიიღებს  უმაღლეს  ქულებს, – თქვა მამულიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button