მთავარისაერთაშორისო

საქართველო ემზადება ტურისტების პირველი ნაკადის მისაღებად

ხსნის რა სახმელეთო საზღვრებს საქართველო ემზადება ტურისტული სეზონის დასაწყებად. სფეროს წარმომადგენლები აქტიურად ვაქცინირდებიან, განიხილება უსაფრთხო რესტორნების და სასტუმროების სიის გამოყოფის საკითხი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მთავრობა გააუქმებს  სავალდებულო მოთხოვნას  ზღვისპირა კურორტებზე ნიღბის ტარების კანონს.

საქართველო იმედოვნებს, რომ ტურიზმი 50% -ით აღდგება, დაახლოებით 50 ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას მისცემენ ქვეყანაში შემოვიდნენ უარყოფითი PCR ტესტით. 1 ივნისიდან ყველა სახმელეთო საზღვრის გახსნისთანავე მოსალოდნელია დიდი ნაკადი, განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნებიდან.

საჰაერო და სახმელეთო მარშრუტების გადაკვეთა შესაძლებელია ვაქცინაციის დოკუმენტით (ორი დოზა) PCR ტესტის უარყოფითი შედეგით, ან მხოლოდ PCR ტესტის უარყოფითი შედეგით ბოლო 72 საათის განმავლობაში. ამ შემთხვევაში, მოქალაქე ვალდებულია გაიაროს კიდევ ერთი ტესტი ქვეყანაში შემოსვლიდან 72 საათში. ამ მომენტისათვის დაშვებულია მსოფლიოში არსებული ვაქცინებთ აცრილი მოქალაქეების შესვლა ქვეყანაში, მათ შორის არარეგისტრირებული ვაქცინებითაც.

საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელი შალვა ალავერდაშვილი  „რადიოლურის“  კორესპოდენტთან საუბრისას აღნიშნავს:

 ”2019 წელთან შედარებით, წელს საქართველოში ფასები უფრო ხელმისაწვდომი იქნება. უკვე შესაძლებელია იმის დანახვა, რომ სასტუმროების ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა. ახლა სფეროს თანამშრომლები აქტიურად არიან ვაქცინირებული, გამოვყოფთ უსაფრთხო, ე.წ. “მწვანე” რესტორნებსა და სასტუმროებს, სადაც მოხდება თანამშრომლების 70-80% ვაქცინაცია“.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს მომავალში შესაძლებელია მოხდეს თანამშრომლების ვაქცინაციის ორგანიზება. ”ჩვენ ვსწავლობთ ისრაელის გამოცდილებას, რომელმაც წარმატებით დაასრულა ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უსაფრთხო სტუმართმოყვარეობა და სტუმრების დასვენება უზრუნველვყოთ. ”

1 ივნისიდან საზღვრების გახსნისთანავე, კვების ობიექტებზე შეზღუდვები მოიხსნება, რესტორნებს ახლა შაბათსა და კვირას აქვთ დახურულ მდგომარეობაში  მუშაობის შესაძლებლობა. მთელი რიგი ბარიერები კვლავ მოქმედებს და ეხება ტურისტებსაც. კომენდანტის საათის დროს, საღამოს 23:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ხალხს არ აქვს  გადაადგილების და ქუჩაში სავალდებულოა ნიღბის ტარება.

ტურიზმის სპეციალისტმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა მაია სიდამონიძემ „რადიოლურს“  განუცხადა:

”ჩემი აზრით, სავალდებულო არ უნდა იყოს ნიღბის ტარება ზღვის კურორტებზე, სადაც  ღია ადგილებია. ჩვენ ასეთი წინადადება შევიტანეთ. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში მთავრობა წარადგენს ახალ გადაწყვეტილებებსა და დეტალებს, განსაკუთრებით ტურისტებისთვის, კურორტებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით“.

სახმელეთო საზღვრების გახსნით, მთავრობა უცხოელ ვიზიტორებს ურჩევს მათ   თან ჰქონდეთ ჯანმრთელობის დაზღვევა, რაც საჭიროების შემთხვევაში დაფარავს მკურნალობის ღირებულებას.

საქართველო იმედოვნებს, რომ კორონავირუსის შემდეგი პიკი აღარ განმეორდება ზაფხულის ბოლოს, როგორც ეს მოხდა გასულ წელს.

დღეს საქართველოს მოქალაქეებში დიდი მოთხოვნაა ვაქცინებზე. დღეისათვის ქვეყანაში ოთხი ტიპის ვაქცინაა შემოტანილი, 110 000-ზე მეტი ადამიანია აცრილი.

ავტორი გიტა ელბაკიანი

ნახეთ მეტი
Back to top button