ეკონომიკამთავარი

ევროკავშირი მზადაა 3 მილიონი ევრო გამოუყოს სომხეთს იმისათვის, რომ მან უარი თქვას დასახელებაზე „კონიაკი“

ევროპა მზადაა 3 მილიონი ევრო გამოუყოს სომხეთს იმისათვის, რომ მან უარი თქვას დასახელებაზე „კონიაკი“.

დღევანდელ სხდომაზე სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა სომხეთის რესპუბლიკასა და  ევროკავშირს შორის  ხელმოწერილი დახმარების ხელშეკრულება.

დაფინანსების ხელშეკრულების მიზანია კონიაკის გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების შეუფერხებლად შეჩერების, აგრეთვე სომხური ბრენდის ახალი სახელწოდების ექსპორტის მხარდაჭერა და საგარეო ბაზრებზე მისი კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება.

პროექტი დაფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის ფარგლებში. პროგრამის განხორციელებას გააკონტროლებენ სომხეთში ევროკავშირის წარმომადგენლობა და სომხეთის ეკონომიკის სამინისტრო.

შეგახსენებთ, რომ  “კონიაკის” სახელზე უარის თქმის მოთხოვნა გათვალისწინებულია 2017 წლის 24 ნოემბერს სომხეთის რესპუბლიკასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის ხელშეკრულებით, რომელიც მთლიანად ძალაში შევიდა 2021 წლის  1 მარტიდან.

სხვათა შორის, იგივე ხელშეკრულება ითვალისწინებს სახელწოდების “შამპანური” დათმობას. სომხეთს 2043 წლამდე მიეცა დრო, რომ უარი თქვას  ამ სახელებზე და აირჩიოს ახალი.

ნახეთ მეტი
Back to top button