საზოგადოებასაზოგადოება

მედიასაშუალებების ინფორმაციით, მათ სერვერებზე კიბერშეტევა განხორციელდა

,,მთავარი არხი” წერს, რომ რამდენიმე ონლაინ-გამოცემის ინფორმაციით, მათ ვებგვერდებზე კიბერ-შეტევა განხორციელდა.

ნეტგაზეთის ვებსაიტი ამ დროისათვის გაურკვეველი მიზეზით გათიშულია. ჩვენი გუნდი მიზეზების დადგენას ცდილობს. ნეტგაზეთის გარდა გათიშულია რამდენიმე ონლაინ გამოცემის ვებსაიტიც” – დაწერა “ნეტგაზეთმა” ცოტა ხნის წინ. 

მომხდარს გამოეხმაურა  “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” წარმომადგენელი თამთა მიქელაძე:

5 ივლისს და ახლაც რამდენიმე წუთის წინ დამოუკიდებელ და აქტიურ მედია პლატფორმებზე (პუბლიკა, ნეტგაზეთი, on.ge) განხორციელდა კიბერ-შეტევა. ამას რა თქმა უნდა ვერ გააკეთებს ფალავანდიშვილი და სხვა მისნაირი ჯგუფები.

შეტევის ორგანიზებულობის ეს ხარისხი დამაფიქრებელია, საეჭვო და საგანგაშოც! ახლა ვუსმენ პარლამენტის წინ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების გამოსვლას. აშკარა და თვალშისაცემია, რომ მათი რიტორიკა გასცდა ჰომოფობიას და თითქმის ყველა გამოსვლა ატარებს მკაფიოდ ანტი-ოპოზიციურ და ანტი-დასავლურ კრიტიკას, – წერს მიქელაძე.

ნახეთ მეტი
Back to top button