კულტურამთავარი

თბილისის ერთ-ერთ ქუჩას სერგო ფარაჯანოვის სახელი მიენიჭება

ლეგენდარული თბილისელი რეჟისორის სერგო ფარაჯანოვის გარდაცვალებიდან 31 წლისთავზე, თბილისის საკრებულოსთან არსებულმა სიმბოლიკისა და სახელდების კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის სერგო ფარაჯანოვის სახელი ეწოდებინა.

ამის შესახებ გაზეთ  „ვრასტან“-ის რედაქტორმა  ვან ბაიბურტის  Facebook- ის საკუთარ გვერდზე დაწერა. სიხარულით გაცნობებთ, რომ 20 ივლისს, ლეგენდარული თბილისელი რეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის გარდაცვალებიდან 31-ე წლისთავზე, თბილისის საკრებულოსთან არსებულმა სიმბოლიკისა და სახელდების კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის, სადაც ცხოვრობდა სერგო ფარაჯანოვი, მაესტროს სახელის მინიჭების თაობაზე. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა თბილისელი ცნობილი კინორეჟისორის, ფარაჯანოვისმცოდნე გია ალავიძის (იგივე ხოსე მაჯინიერი) წინადადება-განცხადების საფუძველზე, რომელსაც უამრავმა თბილისელმა მოაწერა ხელი. უახლოეს დღეებში გადაწყვეტილებას ოფიციალურად დაამტკიცებს თბილისის საკრებულო, და სერგო ფარაჯანოვის ქუჩის სახელდების საზეიმო ცერემონია გაიმართება. მადლიერებას გამოვხატავთ კომისიის წევრებისადმი, რომლებმაც ეს ღირსეული გადაწყვეტილება მიიღეს –

საკრებულოს დეპუტატების, ისტორიკოსებისა და ხელოვნებათმცოდნეებისადმი. ერთი სიტყვით, ჩვენ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მაესტროს ხსოვნის პატივსაცემად, იმავე დღეს, ყვავილებით შეამკო შარდენზე მდებარე მაესტროს ბარიელეფი, შემდეგ კი დაესწრო ხოჯივანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი სამემორიალო დაფის გახსნას, რომელზეც თვეების წინ ერევანში მდებარე სერგო ფარაჯანოვის საფლავიდან ჩამოტანილ მიწაში მაესტროს სახელობის ბროწეულის ხის დანერგვის თაობაზე შესრულებულია წარწერა“, –  წერს ბაიბურთი.

ნახეთ მეტი
Back to top button