პოლიტიკა
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი შეშფოთებას გამოთქვამს

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის ესკალაციის გამო.
ასეთი პოსტი მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა, სადაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლებსა და ზოგადად დაძაბულ ვითარებას ეხება.
„აუცილებელია განეიტრალება, მიზეზების აღმოფხვრა, ყოვლისმომცველი დარეგულირების სამუშაოებში ჩართვა“, – განაცხადა კლაარმა.







