საზოგადოება

მოქალაქეობის მიღების განაცხადის განხილვის ვადა შემცირდება

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სახელმწიფო-სამართლებრივ საკითხთა მუდმივმა კომიტეტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განსახილველად წარდგენილი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, სომხეთის მოქალაქეობის მისაღებად განცხადებების განხილვის ვადა 6 თვის ნაცვლად 90 სამუშაო დღე გახდა.

 „არმენპრესის“ ცნობით, „სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ კანონპროექტი პარლამენტის სხდომაზე სრ პოლიციის უფროსის მოადგილემ არა ფიდანიანმა წარადგინა.

„კანონპროექტის მთავარი მიზანია მოქალაქეობის მინიჭების პროცესის გამარტივება, კერძოდ, იგეგმება 90 სამუშაო დღის დაწესება არსებული 6-თვიანი ვადის ნაცვლად“, – განაცხადა ფიდანიანმა.

ამრიგად, კანონპროექტის მიზანია ვადების მკვეთრი შემცირება, ადმინისტრიების შემცირება, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა სწრაფად მიიღონ სრ მოქალაქეობა.

პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პროექტში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, კანონპროექტში შეტანილი ცვლილება მიზნად ისახავს კანონიდან ამოიღოს მცდარი მონაცემების წარდგენა, როგორც მოქალაქეობის შეწყვეტის ახალი საფუძველი. ასეთი მონაცემების წარდგენა შეიძლება გამოწვეული იყოს, მაგალითად, ენის ბარიერით, კითხვარის შევსებისას დასმული კითხვების გაუგებრობით ან ტექნიკური შეცდომით.

ნახეთ მეტი
Back to top button