საერთაშორისო

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 ადამიანის ნეშტი ამოცნობილია

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 ადამიანის ნეშტი ამოცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ავრცელებს. აქვე ნათქვამია, რომ მთლიანობაში, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით ჯერაც 2 343 სამხედრო და სამოქალაქო პირი ითვლება დაკარგულად. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „რუსთავი2“.

“1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა პირის ოჯახს შეატყობინეს, რომ მოხდა მათი ახლობლების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დახმარებით.

ნეშტების ექსჰუმაცია განხორციელდა აფხაზეთში სხვადასხვა ლოკაციაზე 2017-2019 წლებში, „1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე“ საერთაშორისო წითელი ჯვრის ეგიდით შექმნილი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში. ეს მექანიზმი, რომელშიც აფხაზი და ქართველი მონაწილეები არიან ჩართული, მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების სახელით 2010 წლიდან მოქმედებს

ნახეთ მეტი
Back to top button