პოლიტიკა

შეფერხდა გაეროს მიერ მთიანი ყარაბაღიდან დევნილთათვის დახმარების გაწევა. მჰერ მარგარიანი

გაეროში სომხეთის წარმომადგენელმა მჰერ მარგარიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სესიაზე  წარადგინა მოხსენება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ.

მან აღნიშნა, რომ გენერალური მდივნის მოწოდება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ, დაუყონებლივ გლობალური ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რომელიც დადგენილია უშიშროების საბჭოს 2532 (2020) და 2565 (2021) რეზოლუციებით, იყო მნიშვნელოვანი ინიციატივა ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ყველაზე დაუცველთათვის.

„სამწუხაროდ, რეზოლუციებისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის აბსოლუტური მხარდაჭერას ვერ მოჰყვა საომარი მოქმედებების შეწყვეტა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. პირიქით, ჩვენს რეგიონში, 2020 წლის შემოდგომაზე, ჩვენ შევხვდით სასტიკ აგრესიას მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ, რომელმაც გაანადგურა მთელი თემები, გამოიწვია მრავალი მსხვერპლი, ათასობით იძულებით გადაადგილებული ადამიანი, გაანადგურა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა და გამოიწვია დიდი ჰუმანიტარული კრიზისი. მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის ხელის შეშლა და პოლიტიზირება აქამდე აფერხებს დაზარალებულთათვის გაეროს ყოვლისმომცველი დახმარების გაწევას“, – თქვა მარგარიანმა.

მისი თქმით, ამ კონტექსტში, სომხეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს გენერალური მდივნისა და გაეროს მუდმივ მხარდაჭერას  ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების საერთაშორისო მანდატის ცენტრალურ როლში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ყოვლისმომცველი მოგვარების ხელშეწყობაში.

მარგარიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერომ უნდა გაამახვილოს თავისი ძალისხმევა აგრესიასა და ომის დანაშაულების შედეგების ლეგიტიმაციის მანიპულაციის მცდელობების წინააღმდეგ, ცრუ ამბებზე და ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე ძალადობის წინააღმდეგ.

ნახეთ მეტი
Back to top button