მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი, შარლ მიშელი და ილჰამ ალიევი ბრიუსელში შეხვდნენ

ბრიუსელში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.

დისკუსიის შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმებები რეგიონული კომუნიკაციების გახსნის, მუშაობის შემდგომი კურსის, საზღვრების დემარკაციისა და უსაფრთხოების კომიტეტის მუშაობის დაწყების შესახებ.

ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე მოლაპარაკების პროცესის მომზადებასთან და  მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ჰუმანიტარული საკითხები.  

მიღწეულია შეთანხმება სამმხრივი შეხვედრების გაგრძელების შესახებ, დაიგეგმა მსგავსი შეხვედრის გამართვა  ივლისის ან აგვისტოს თვეში.

ნახეთ მეტი
Back to top button