კულტურა

კიმ კარდაშიანი რეპერ მეუღლეს შეურიგდა

ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა (Ye) და მისმა ყოფილმა მეუღლემ კიმ კარდაშიანმა ურთიერთობა განაახლეს, იუწყება TMZ.

გადაცემა “Today”-ის ეთერში კარდაშიანმა თქვა, როგორ აღნიშნეს მან და რეპერმა მამის დღე. „ბავშვებმა მთელი დღე მასთან გაატარეს, შემდეგ კი მამის დღის საპატივცემულოდ  დიდი ვახშამი გვქონდა“, – განაცხადა ვარსკვლავმა გადაცემის დროს. მან აღნიშნა, რომ იმ დღეს სურდა გამოეხატა პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ის გაზარდა და მისი შვილების აღზრდითაა  დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ კანიე უესტი და კიმ კარდაშიანი ოფიციალურად 2022 წლის მარტში დაშორდნენ. ისინი შვიდი წელია დაქორწინებულები იყვნენ.

ნახეთ მეტი
Back to top button