საერთაშორისო

ირაკლი ქადაგიშვილი: მოსამართლეების 2/3-ით არჩევა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის და რატომ უნდა იყოს საქართველოში

მოსამართლეების 2/3-ით არჩევა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის და რატომ უნდა იყოს საქართველოში?!, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ცნობას აქვეყნებს imedinews.ge

„კიდევე ერთხელ ვიმეორებთ, ჩვენ თანახმა ვართ, ყველა საუკეთესო პრაქტიკა გადმოვიღოთ ევროპული ქვეყნებიდან, თუკი რამე დარჩა, ეს არის ვენეციის კომისიასთან გავლილი საკითხი. მაგრამ ვერ გავატარებთ ისეთ რეფორმას, რომელიც ევროპის არცერთ ქვეყანაში არ შემდგარა. 2/3-ით პირების არჩევა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის და რატომ უნდა იყოს საქართველოში?!“,- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ გაიხსენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოზე გავლენის დაბრუნებას ცდილობდა, რაც მოსამართლეების მაღალი კვორუმით არჩევას გულისხმობდა.

ნახეთ მეტი
Back to top button