კულტურა

„სომეხი მოხალისეები განსაკუთრებულები იქნებიან“ –  STARMUS-ის თანადამფუძნებელი ახალგაზრდებს შეხვდა

5-10 სექტემბერს სომხეთში გასამართი საერთაშორისო STARMUS VI ფესტივალის ფარგლებში, ფესტივალის თანადამფუძნებელი ასტროფიზიკოსი გარიკ ისრაელიანი მოხალისეებს შეხვდა, რომლებსაც ფესტივალის ფილოსოფია, იდეა და შესაძლებლობები გააცნო. როგორც “არმენპრესის” კორესპონდენტი იუწყება, გარიკ ისრაელიანმა პირველ რიგში მადლობა გადაუხადა მოხალისეებს რეგისტრაციისთვის და STARMUS VI ფესტივალში მონაწილეობის სურვილის გამოთქმისთვის.

ფესტივალის თანადამფუძნებელმა ახალგაზრდები დაარწმუნა, რომ მათ ძალიან საინტერესო და პროდუქტიული კვირა ელით.

„ყველა ფესტივალზე ყოველთვის გვყავდა მოხალისეები, მაგრამ ყველაზე განსაკუთრებული მოხალისეები სომხეთის მოხალისეები იქნებიან, ამაში ეჭვი არ მეპარება. რატომ? –   რადგან ასეთი მეცნიერები სომხეთში ალბათ პირველად მოდიან. ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვის ვისთან იმუშავებთ.

სომხეთში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ახალგაზრდებს ძალიან უჭირთ რაიმეზე ფოკუსირება ომის, პოლიტიკური პრობლემებისა და პოლიტიზებული მედია სფეროს გამო. თუ იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც, მიუხედავად ამ სირთულისა, დაინტერესდნენ და სურდათ ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღება, დახმარება, ეს ჩემთვის ბევრად, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის,რომ ფესტივალი  ევროპის რომელიმე სხვა ქვეყანაში ჩატარებულიყო. სომხურ პირობებში ასეთი ახალგაზრდების ყოლა ცვლილებების იმედს მაძლევს“, – განაცხადა ისრაელიანმა „არმპრესთან“ საუბარში.

შეხვედრის დროს მან თქვა, თუ როგორ მოახერხეს STARMUS II-ის სწორად ორგანიზება მხოლოდ 30 მოხალისით, როდესაც მხოლოდ 3-4 მოხალისე იყო ჩართული ბრიტანელ თეორიტიკოს ფიზიკოს სტივენ ჰოკინგის დახმარებისა და თანხლების საკითხში.  მან გაიხსენა სირთულეები, რომლებსაც ისინი შეხვდნენ ყველაზე ამბიციური Starmus III ფესტივალის დროს. მან ასევე უპასუხა მოხალისეების შეკითხვებს.

ასტროფიზიკოსი იმედოვნებს, რომ STARMUS ახალგაზრდებში მეცნიერებისადმი ინტერესს გაზრდის, ასევე  წაახალისებს  სომხეთში ახალი მსგავსი ფესტივალები მოეწყობას.

“დაე, STARMUS-ი იყოს მიზეზი სომხეთში მეცნიერებისადმი დამოკიდებულების შეცვლისა”, – ხაზგასმით აღნიშნა ისრაელიანმა.

STARMUS VI ფესტივალის მოხალისეთა კოორდინატორმა დიანა ბალასანიანმა განაცხადა, რომ 16 აგვისტოდან დაიწყება მოხალისეების ტრენინგების სერია, რათა მათ შექმნან  წარმოდგენა  ფესტივალზე და მოემზადონ ფესტივალისთვის.

„ჩვენ გვყავს 180-მდე მოხალისე სომხეთის თითქმის ყველა უნივერსიტეტიდან. მონაწილეობენ ისინი, ვინც ინგლისურს ძალიან კარგად ფლობს,  რადგანაც  STARMUS-ი  საერთაშორისო ფესტივალია და ჩვენ საერთაშორისო გუნდთან ერთად ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, მოხალისეებს ასევე უნდა აინტერესებდეთ მეცნიერება, ხელოვნება, იყვნენ აქტიურები და ჰქონდეთ  სწავლის სურვილი.

მოხალისეები გააცილებენ   მომხსენებლებს და დაეხმარებიან აუდიტორიას, განსაკუთრებით უცხოელებს. თუ იქნებიან ადამიანები, რომლებიც არ არიან კარგად ორიენტირებულნი ამ სფეროში ან ექნებათ რაიმე შეკითხვა აქვთ,  მოხალისეები დაეხმარებიან მათ. ახალგაზრდები დაეხმარებიან სცენაზე, დაეხმარებიან STARMUS-ის  ბანაკში.

მოხალისეებს სხვადასხვა სტიმული ელოდებათ, მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე დიდი სტიმული არის ის, რომ ისინი  შეძლებენ ფესტივალის შიგნიდან დანახვას და ასევე შეძლებენ ისწავლონ ყოველივე ის,  რასაც STARMUS-ი  გვთავაზობს“, – აღნიშნა ბალასანიანმა.

ფოტოები Hayk Badalyan-ისა

ნახეთ მეტი
Back to top button