
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 6-9 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრება.
მთავრობის მეთაური ვლადივოსტოკში მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის მე-7 პლენარულ სესიაში თემაზე „მრავალპოლარული სამყაროს გზაზე“, რომელიც გაიმართება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და სხვა სახელმწიფოს მეთაურების მონაწილეობით.
ასევე დაგეგმილია სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის შეხვედრა.







