კულტურამთავარი

სტივენ ჰოკინგის ჯილდო გადაეცა ასტროფიზიკოსს, ჯგუფ Queen-ის თანადამფუძნებელს ბრაიან მეის

„STARMUS VI. 50 წელი მარსზე“ ფესტივალის ფარგლებში სტივენ ჰოკინგის პირველი მედალი  გადაეცა ბრაიან მეის, Queen-ის ჯგუფის თანადამფუძნებელს, მუსიკოსს, მომღერალს, კომპოზიტორს, ასტროფიზიკოსს და ფოტოგრაფს.

გუშინ ერევანში ფესტივალი დაიწყო ტიგრან ჰამასიანის ჯაზ-კონცერტით . სიტყვით გამოვიდა სომხეთის  პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მიესალმა სტუმრებს.

STARMUS VI ფესტივალის შესახებ

STARMUS ფესტივალი აქამდე იმართებოდა ტენერიფეში (კანარის კუნძულები, ესპანეთი), ნორვეგია, შვეიცარია. სომხეთში STARMUS VI მეცნიერებისა და ხელოვნების ფესტივალი იმართება სახელწოდებით „STARMUS VI. „50 წელი მარსზე“ და ეძღვნება მარსზე კოსმოსური სადგურის „მარსი 3“-ის პირველი დაშვების 50 წლის იუბილეს.

“მარსმა 3”-მა წითელ პლანეტაზე გადაიყვანა ცნობილი სომეხი ინჟინრის ალექსანდრე კემურჯიანის Prop-M (prop-em) რობოტი. მსოფლიოში ცნობილი STARMUS ფესტივალი ასოცირდება სტივენ ჰოკინგთან, ბრაიან მეისთან, ალექსეი ლეონოვთან და მსოფლიოში ცნობილ სხვა  სახელებთან, ის იმართება 2011 წლიდან და აერთიანებს მეცნიერებას, განათლებას, ხელოვნებას და ტექნოლოგიას.

ნახეთ მეტი
Back to top button