საზოგადოება

რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ერევნის მიმართულებით ავიაბილეთები მთლიანად გაიყიდა

ავიაბილეთები რუსეთში ოთხშაბათს გაძვირდა და სწრაფად გაიყიდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო გაწვევა გამოაცხადა, წერს Reuters. პუტინის განცხადებამ, რომელიც დღეს დილით სატელევიზიო მიმართვაში გააკეთა, გააჩინა შიში, რომ სამხედრო სამსახურს დაქვემდებარებულ მამაკაცებს ქვეყნის დატოვების უფლებას არ მისცემდნენ. თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ გაწვევა შემოიფარგლება მხოლოდ პროფესიონალი ჯარისკაცებით, ხოლო სტუდენტები და წვევამდელები არ გაიწვევიან. მაგრამ Google Trends-ის მონაცემებმა აჩვენა ძიებების ზრდა Aviasales-ზე, რუსეთში ფრენების დაჯავშნის ყველაზე პოპულარულ ვებსაიტზე. ოთხშაბათს, Aviasales-ის ცნობით, მოსკოვიდან სტამბოლისა და ერევნის მიმართულებით ფრენების ბილეთები გაიყიდა. ეს ის მიმართულებებია, რომლებიც რუსებს ქვეყანაში უვიზოდ შესვლის საშუალებას აძლევს.

ნახეთ მეტი
Back to top button