მთავარიპოლიტიკა

ბოლო სამხედრო ოპერაციები მიგვანიშნებენ ჩვენი დიპლომატიის გაორმაგების აუცილებლობაზე – ბაიდენი ფაშინიანს

სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მილოცვა გაუგზავნა.

„არმენპრესის“ ცნობით, გზავნილში ნათქვამია:

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით  ვულოცავ სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ გავაგრძელებთ სომეხი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მხარდაჭერას.

21 სექტემბერს ჩვენ ვუერთდებით სომეხ ხალხს, აღვნიშნავთ თქვენს თავდადებას დემოკრატიისადმი და ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის ხელშეწყობისადმი. ბოლოდროინდელი საომარი მოქმედებები ხაზს უსვამს ჩვენი დიპლომატიის გაორმაგების აუცილებლობას, რათა სომხეთს  აყვავებული და მშვიდობიანი მომავალის რწმენა გააჩნდეს. მწუხარებას გამოვთქვამთ ბოლო თავდასხმების მსხვერპლთა გამო.  ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას რეგიონში მეტი სტაბილურობის დამყარების მცდელობებისთვის. ამ წელს ჩვენმა განახლებულმა აშშ-სომხეთის სტრატეგიულმა დიალოგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ერთობლივი ვალდებულება ორმხრივი კავშირების განმტკიცებისადმი და ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების მხარდაჭერას სომხეთის დემოკრატიული ტრაექტორიის მიმართ. შეერთებული შტატები დგას სომხეთის გვერდით, რადგანაც  თქვენ განაგრძობთ მუშაობას კორუფციასთან ბრძოლის, ანგარიშვალდებული ინსტიტუტების განვითარების,  კანონის უზენაესობის გაძლიერების და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით“.

ნახეთ მეტი
Back to top button